გრძელდება თითქოსდა სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიСтарт продаж iPhone 6 и iPhone 6 plus в России. Архивное фото
Старт продаж iPhone 6 и iPhone 6 plus в России. Архивное фото - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ-სააკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით რუსეთის სპეცსამსახურები არიან დაკავებულნი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ვებ გვერდზე „Українська революція“ კვლავ გამოჩნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერი, ამჯერად მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურთან, რომელშიც საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკითხის ძალისმიერ გადაწყვეტაზე. 

 24 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 315-ე მუხლის 1 ნაწილით — შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. Wikileaks-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითქოსდა მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს უშიშრეობის საბჭოს ექს მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის სტენოგრამა საქმის აღძვრის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. 

რუსთავი 2-ის მომხრეები ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა.

"კარვები და რაღაცები გვაქვს, ყველაფერი და ხვალ უკვე დაიწყებენ დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ მათ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ 600 კაცს, იქ მოხდეს ქლეში და პოლიცია და ა.შ. ჩვენ ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა სამეგრელოდან. მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა და ვნახოთ, რა იქნება", — აცხადებს მამაკაცი ნუგზარ წიკლაურის მსგავსი ხმით. 

მეორე აუდიოჩანაწერში, იგივე მამაკაცი აცნობებს თითქოს სააკაშვილს, რომ შეძლეს გორიდან 200 კაცის მობილიზება. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გვარამიამ ტელეარხები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

იმავე ჩანაწერში გამოჩნდა კიდევ ერთი ხმა, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატის — გივი თარგამაძის ხმას ჰგავს. იგი ამბობს რომ მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომელთაც შეუძლიათ „პირველ ნაწილს“ გაუძლონ. ორივე აუდიოჩანაწერში ნახსენებია მომავალი კონცერტი. 

ვებ-გვერდი «Українська революція» არ აზუსტებს როდის არის ჩანაწერი გაკეთებული. სავარაუდოდ საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის კონცერტზე, რომელიც თბილისში 23 ოქტომბერს შედგა. 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ-სააკაშვილი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით რუსეთის სპეცსამსახურები არიან დაკავებულნი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. 


ყველა ახალი ამბავი
0