თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „იმედსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
ამ ტელეკომპანიებმა საინფორმაციო გამოშვებებში გამოაქვეყნეს საქართველოს ექს —პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, „რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და საქართველოს უშიშროების საბჭოს ექს-მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
„ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს ფეესბეს მოპოვებულია, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა“, — თქვა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურიმა დირექტორამ ტელეკომპანია „იმედი“ და პირველი არხი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
"ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ, და ორი იყო დღეს ასეთი, იმედი დაპირველი არხი, მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას, ისინი დღეს ნებსით თუ უნებლიეთ, ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები გამოდიან. გამოძიება წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს როგორია თანამშრომლობა ფეესბესა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს გამოძიება ცხადია, რომ დღეს ვერ ჩატარდება, მას მიუკერძოებელი პროკურატურა ჩაატარებს, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული, ჩემ მიერ ხსენებული 2 არხის კომპეტენტური პირები აუცილებლად დაიკითხებიან იმასთან დაკავშირებით თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთვამდე საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია, როგორ დაიწყეს კომენტარების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა წამიდან წამში, ვინ იყო ის თანამდებობიდან პირი, ვინც მათ ამის შესახებ აცნობათ,“ — განაცხადა ნიკა გვარამიამ.