კვლავ გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობით

© photo: Sputnik / Александр Красавин / გადასვლა მედიაბანკშიТелефонный аппарат
Телефонный аппарат - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ გვერდზე ასვე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან საუბრის კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი , რომლის აუთენტურობას მოცემულ შემთხვევაში გვარამია არ ადასტურებს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik.  ვებ გვერდმა "Українська революція“ კვლავ გამოაქვეყნა თითქოს პრეზიდენტ მიხელი სააკაშვილის სატელეფონო საუბრის  აუდიოჩანაწერი ამჯერად მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. 

წინა კვირას იმავე პორტალმა გამოაქვეყნა საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების  აუდიოჩანაწერი „ რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და საქართველოს  უშიშროების საბჭოს ექს- მდივანთან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც საუბარი იყო ტელეკომპანიის სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაზე და შემდგომ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით წარმართვაზე. 

საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
დეპუტატი: შეიძლება "რუსთავი 2"– ის გენდირექტორი არავის დაუშანტაჟებია

„მანდ სისხლის ღვრა იქნება რომ იცოდე“, — საუბრობს მამაკაცი სააკაშვილის ხმით.

ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან საუბრის  კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომლის აუთენტურობას მოცემულ შემთხვევაში გვარამია არ ადასტურებს. 

„მე ვიზიარებ, რომ არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის… ერთადერთი, წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ… მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ“, — ამბობს მამაკაცი სააკაშვილის ხმით. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა შეთქმულებაზე.

სატელეფონო საუბარში, ასევე ნახსენებია დაცვის აუცილებლობა რომლისთვისაც ყოფილ სპეცნაზს უნდა მიმართონ. ადამიანი სააკაშვილის ხმით, ამბობს, რომ ამაში გივი დაეხმარებათ. 

ყველა ახალი ამბავი
0