ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას გეგმავდა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამ ეტაპზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა და საამისო მტკიცებულებაც — აუდიოჩანაწერები — უკრაინის ერთ-ერთ პორტალზე გამოქვეყნდა. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ ჰკითხოთ, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა, თუ მე მკითხავთ, სააკაშვილის ადგილი ციხეშია“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დატოვა. მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისათვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის საქმეზე. მოგვიანებით სააკაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა. 

Телефонный аппарат - Sputnik საქართველო
კვლავ გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობით

მანამდე ერთ-ერთმა უკრაინულმა პორტალმა გამოაქვეყნა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების  აუდიოჩანაწერი „ რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და საქართველოს  უშიშროების საბჭოს ექსმდივანთან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც საუბარი იყო ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაზე და შემდგომ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით წარმართვაზე. 

ორშაბათს, 2 ნოემბერს კი იგივე ინტერნეტ-გვერდმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო აუდიოჩანაწერები „ რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და ქართველ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, რომლებშიც საუბარი საქართველოში არეულობისა და სისხლისღვრის დაწყებაზე მიდის, თუმცა, აღნიშნულ აუდიოჩანაწერს მომღერალი უარყოფს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0