საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 35,2%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 19%–ით შემცირდა და 447,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ქვეყნის იმპორტის საერთო მოცულობის 7,9%.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოდან ჩინეთში 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 35,2%-ით (23 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა და 87,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 5,3%–ია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში 11,6  მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,5 ათასი ტონა სპილენძის ჯართია ექსპორტირებული, რაც 2,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ნატურალური ყურძნის ღვინო ექსპორტირებულია 5,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, რაც 2 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ–სექტემბრის  პერიოდში.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტი იანვარ-სექტემბრის პერიოდში 24%-ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში საპილენძის მადნეულისა და კონცენტრატების ექსპორტმა 70,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 23,2 მლნ აშშ დოლარით მეტია. 

ამავდროულად, მოცემულ პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა. 2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 19%–ით შემცირდა და 447,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა — ქვეყნის იმპორტის საერთო მოცულობის 7,9%.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტი 9%-ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში გამოთვლითი მანქანებისა და მათი ბლოკების იმპორტი 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 20,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სატელევიზიო კავშირის მიმღები აპარატურის იმპორტი თითქმის 5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 14,3 მლნ–მდე აშშ დოლარი შეადგინა. 

2015 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთი მესამე ადგილზეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის. საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ჩინეთთან მოცემულ პერიოდში 535 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%–ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდთან შედარებით. მოცემულ პერიოდში ჩინეთთან ბრუნვამ საერთო საგარეო ბრუნვის 7,3% შეადგინა.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0