საქართველოდან ექსპორტი იანვარ-სექტემბრის პერიოდში 24%-ით შემცირდა

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 თვეში გატანილია 65,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 65 მლნ აშშ დოლარით ნაკლები) ნატურალური ყურძნის ღვინო, რაც ექსპორტი საერთო მოცულობის 4%-ს შეადგენს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 24%-ით შემცირდა და 1 მლრდ 645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება „საქსტატი“.

ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულდა ნახევრადდამუშავებულ ოქროსა და თხილს უკავია. 

პირველ ადგილზეა მადნები და კონცენტრატები. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში გატანილია 186,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მლნ აშშ დოლარით ნაკლები) მადანი, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 11,3%-ს შეადგენს.

საქართველო–ჩინეთისპროდუქციის გამოფენა - Sputnik საქართველო
ჩინეთში 3 მლნ ბოთლი მინერალური წყალი იქნება ექსპორტირებული

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლებიც ამ პერიოდში გატანილია 159 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 60,6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 9,7%-ია.

ექსპორტის სტრუქტურაში მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში გავიდა 141 მლნ აშშ დოლარის ღირებულის მსუბუქი ავტომობილი (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 268 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 8,6%-ია.

მოცემულ პერიოდში გატანილია 114 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 8 მლნ აშშ დოლარით მეტი) თხილი, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 6,9%-ს შეადგენს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 44%–ით შემცირდა

მოცემულ პერიოდში ექსპორტზე გატანილია 89,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აზოტის სასუქები (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 5,4%-ია.

მოცემულ პერიოდში გატანილია 61 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), მინერალური წყლები, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 3,7%-ია.

აღნიშნულ პერიოდში გატანილია 65,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 65 მლნ აშშ დოლარით ნაკლები) ნატურალური ყურძნის ღვინო, რაც ექსპორტი საერთო მოცულობის 4%-ს შეადგენს.

აღნიშნულ პერიოდში დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტმა 46,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით 18,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 2,8%-ია. 


ყველა ახალი ამბავი
0