ჩინეთში 3 მლნ ბოთლი მინერალური წყალი იქნება ექსპორტირებული

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველო–ჩინეთისპროდუქციის გამოფენა
საქართველო–ჩინეთისპროდუქციის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ–ჩინური საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებიდან 175 კომპანია და 300–მდე ბიზნესმენი მონაწილეობს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან ჩინეთში 1,650 მლნ ბოთლი ღვინისა და 3 მლნ ბოთლი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდება, განაცხადეს საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურში.

შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი ქართულ–ჩინური საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე მოეწერა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ჰუალინგში“, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმართება.

გამოფენაში ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებიდან 175 კომპანია და 300–მდე ბიზნესმენი მონაწილეობს. კომპანიები შემდეგ სექტორებს წარმოადგენენ: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი და აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

ღარიბაშვილის მთავრობა - Sputnik საქართველო
პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა

„ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში", – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ჩინური საექსპორტო პროდუქციის გამოფენის გახსნაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ქართველ და ჩინელ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 15–16 ოქტომბერს ჩატარდება. ფორუმში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ჩინეთის მთავრობისა და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები, ასევე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტები.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ახალი „აბრეშუმის გზის“ მშენებლობის იდეა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა წამოაყენა. ამ გზამ ჩინეთი უნდა დაუკავშიროს ევროპის ქვეყნებს, განამტკიცოს აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა.


ყველა ახალი ამბავი
0