იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტი 9%-ით შემცირდა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 536 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ —სექტემბერში იმპორტის მოცულობა საქართველოში 2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 9%-ით შემცირდა და 5 მილიარდ 664 მილიონი დოლარი შეადგინა, იტყობინება საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური „საქსტატი“. 

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უჭირავს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებს, ხორბალს, ელექტრო ტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს. 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 536 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 504 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 349 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

საწვავი - Sputnik საქართველო
სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირი) იმპორტის მოცულობამ მოცემულ პერიოდში იმპორტის საერთო მოცულობის 5,1% შეადგინა. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობის აირები  და აირისებრი  ნახშირწყალბადები შემოტანილია 292 მილიონ დოლარზე რაც 52 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2014 წლის იანვარ-სექტემბერში. 

ხორბლის იმპორტის მოცულობამ,  იმავე პერიოდში,  იმპორტის საერთო მოცულობის 1,5% შეადგინა.  2015 წლის იანვარ-სექტემბერში შემოტანილი იყო 84,5 მილიონი დოლარის ხორბალი, რაც 18,1 მილიონი დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ყველა ახალი ამბავი
0