სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

© Investments.Academicსაწვავი
საწვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნების მიხედვით 2015 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 32,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა 102,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით, იტყობინება საქართველოს ნავთობის იმპორტიორთა კავშირი.

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  102,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს  თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, სექტემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  50,6  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 52,1  ათასი ტონა“, — იტყობინება კავშირი.

 ქვეყნების მიხედვით 2015 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან — 32,1  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი —  27,9 ათასი ტონა (27,2%), აზერბაიჯანი  - 14,1 ათასი ტონა (13,7%),  თურქმენეთი  - 12,5 ათასი ტონა (12,2%), საბერძნეთი — 12,1 ათასი ტონა (11,8%), რუსეთი — 3,8 ათასი ტონა (3,7%).

  სულ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 749,1 ათასი ტონა, რაც 100,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  316,7  ათასი ტონა (42 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 432,4  ათასი ტონა (58,5 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების მაჩვენებელს).

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0