„ნაციონალური მოძრაობა“: კანონიერად ვიბრძოლებთ ხელისუფლებისათვის

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები საქართველოში სიტყვის თავისუფლებისათვის „რუსთავი 2–ის“ სახით ასევე იბრძოლებენ კანონიერი მეთოდებით.

თბილისი,  30 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის მხოლოდ კანონის ფარგლებში იბრძოლებს, განაცხადა „უმცირესობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარასკევს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიინგზე.

გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყვეს. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2–ის“ საქმის სასამართლო მოსმენა კვლავ გადაიდო

„მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას, ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში“, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებისა და „რუსთავი 2“- ის თავისუფალი ეთერისთვის მხოლოდ კონსტიტუციური გზით იბრძოლებენ.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლებისთვვის, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ „რუსთავი 2“- ის თავისუფალი ეთერისთვის, ვიმეორებ, მხოლოდ კონსიტუტციურ ფარგლებში…მე დავიცავ „რუსთავი 2"-ს, რადგან ამ საზოგადოების ნაწილი ვარ“", — აღნიშნა დეპუტატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტას მოითხოვს

მანამდე უკრაინის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომლებიც თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის მხარდამჭერი აქციის პერიოდში. 

გასულ შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყება. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0