საქართველოს პრემიერმა სააკაშვილს ამორალურობაში დასდო ბრალი

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა სააკაშვილს ამორალურობაში დასდო ბრალიღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ამ აუდიოჩანაწერებშია, თავის დროზე არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არბევდნენ ტელევიზიებს, საპატიმროებში რეპრესიული რეჟიმი დაამკვიდრეს და მრავალი წლის მანძილზე გამოძალვით იყვნენ დაკავებულნი.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ცინიზმი, გულგრილობა და ამორალურობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ადვოკატი: გარეფაქტორებმა სასამართლო გადაწყვეტილებაზე არ უნდა იმოქმედოს

„შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ქვეყნისა და ხალხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ამ აუდიოჩანაწერებშია, თავის დროზე არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არბევდნენ ტელევიზიებს, საპატიმროებში რეპრესიული რეჟიმი დაამკვიდრეს და მრავალი წლის მანძილზე გამოძალვით იყვნენ დაკავებულნი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ქართველებმა სიტყვის თავისუფლება საკუთარი ძალით უნდა დაიცვან

„მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, — განაცხადა პრემიერმა.

მანამდე უკრაინის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომლებიც თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის მხარდამჭერი აქციის პერიოდში. 

გასულ შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0