რომანტიკული ჯაზის ზეიმი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ ბროლაძე

თბილის ფესტივალით აღძრული ემოციები

1953 წლის მაისის დასაწყისში აშშ–იდან კანადაში მუსიკოსები ჩავიდნენ, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები გახდნენ, დღეს ამ ლეგენდარულ სახელებს ჯაზის მილიონობით მოყვარული სცემს თაყვანს. მესაყვირე დიზი გილესპი, ალტ–საქსოფონისტი ჩარლი პარკერი, პიანისტი ბად პაუელი, კონტრაბასისტი ჩარლი მინგუსი და დრამერი მაქს როუჩი 5 მაისს ქალაქ ტორონტოს „მესი–ჰოლში“ კონცერტით წარდგნენ, რომელმაც „უკვდავი კონცერტის“ სტატუსი მიიღო. მათ დაიპყრეს კანადა იმპროვიზაციული ბრწყინვალებით, ხოლო გილესპის იმპროვიზაციებმა – „ღამე ტუნისში“, „მარილიანი თხილი“ ისევე, როგორც სხვა ნაწარმოებებმა, მსმენელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 

ეს ერთგვარი საანგარიშო ხასიათის მოვლენა იყო. მუსიკოსების კვინტეტმა იმ დროისთვის ექსპერიმენტული გზით მუსიცირების ახალი ფორმა იპოვა – უფრო მოქნილი, უნივერსალური, იმპროვიზაციის შესაძლებლობებს უკეთ მორგებული, ახალი ვარიაციული სვლებით, ლირიზმით აღსავსე და თემატური იდეების განვითარებაში განუჭვრეტელი. სწორედ ამ მუსიკის საზოგადოებისთვის წარდგენისთვის გაემგზავრნენ ისინი მეზობელ ქვეყანაში, რათა სამშობლოში, საკუთარი კოლეგების გარემოცვაში, არ გაერისკათ. სხვათა შორის, წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თუ ერთ ეპიზოდს არ ჩავთვლით. ტორონტოში გამგზავრების წინ ჩარლი პარკერი თავის საქსოფონს გამოემშვიდობა (ან დაკარგა, ან სპირტიან სასმელში ან ნარკოტიკში გაცვალა). კანადაში ჩასვლის შემდეგ ანსამბლს ახალი ინსტრუმენტის ძებნა მოუწია. იქირავეს, მაგრამ არა ჩვეულებრივი, ლითონის, არამედ პლასტმასის, რომელსაც სრულფასოვანი ჟღერადობა არა აქვს. თუმცა, პარკერმა ისე შეასრულა, რომ არავის, მათ შორის არც ექსპერტებს არ შეუმჩნევიათ, რაზე უკრავდა ის. 

კანადელი პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი - Sputnik საქართველო
შემდგომაზე თბილისში ჯაზის ვარსკვლავი დაიანა კროლი ჩამოდის

ამგვარად, ამ მოვლენამ, რომელმაც სათავე დაუდო „უკვდავი კონცერტების“ (immortal concerts) სერიას, ჯაზის განვითარების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პროცესი დაასრულა. დაასრულა, რათა ახალი ეტაპის დაწყებისთვის მიეცა ბიძგი. უკან დარჩა რეგთაიმის, ბლუზის ეტაპი, დიქსილენდების მარშები, სოული. და რა თქმა უნდა, სვინგის ეპოქა. დასრულდა მომაჯადოებელი ერა, რომელიც ნიუ–ორლეანის პირველი მცხოვრებლებიდან „დიდი დეპრესიის“ დრომდე იყო გადაჭიმული, შემდეგ ომისშემდგომ მსოფლიომდე თავისი დროებითი, თუმცა მაინც შემსუბუქებული საყოველთაო ვნებებით. და ჩამოყალიბებისა და განვითარების ყველა ეს ეტაპი დღემდე ბედნიერად თანაცხოვრობენ ჯაზურ ხელოვნებაში, აჩვენებენ შემოქმედების უსასრულო ნაკადს, როგორც ეს ამ ოქტომბრის დღეებში თბილისის ჯაზის ფესტივალზეც ხდება.

ამის მაგალითად ცნობილი დრამერის ჯეფ ბალარდის ტრიოს კონცერტიც გამოდგება, რომელიც ადრე ცნობილი ჩიკ კორეას ტრიოში უკრავდა, ვოკალისტ (და ამავდროულად ბასისტ) ესპერანსა სპალდინგის ოსტატობა და რა თქმა უნდა, პირველი საღამო, როდესაც დაიანა კროლმა თაობათა მთელი ჯაზური გამოცდილება და მიღწევები გამოიყენა – რეგთაიმიდან ბლუზამდე, სვინგიდან ბოპამდე, საიდანაც დავიწყეთ, როდესაც ტორონტოს კონცერტის შესახებ გავიხსენეთ. უფრო მეტიც, მან ტანგო თანამედროვე ჟღერადობის საოცრებად გადააქცია გიტარისტ ენტონი უილსონთან და მევიოლინე სიურტ დუნკანთან ერთად, რომლებმაც მის შესრულებას „რეტროს“ „კეთილსურნელოვნება“ მიანიჭა. 

რამდენადაც ჩვენი სამყარო არა მხოლოდ პატარა, არამედ წინააღმდეგობებით აღსავსეც არის, ეს მისი უცვლელი თავისებურებანი უძველესი დროიდან ხელოვნებაშიც აისახება. ასწლეულების განმავლობაში ისე ხდებოდა, რომ გარკვეულ დროში დომინირებული აპოკალიპტური განწყობები სხვა, უკვე პოზიტიური, ემოციური მდგომარეობით იცვლებოდა, და მგრძნობიარე ტემპორიტმის ნებისმიერი ცვლა მაშინვე იჩენდა თავს ფილოსოფოსთა ნააზრევში, პოეტთა და ფუნჯის ოსტატთა, კომპოზიტორთა თუ ყველა დროის უბრალო ბარდთა ქმნილებებში. 

ოცნებობდნენ რა უკეთეს ცხოვრებაზე, ისინი, არც თუ იშვიათად წინ უსწრებდნენ რა მოვლენებს, ნუგეშს იმედში ეძებდნენ. და ეს ყველაფერი მათი შემოქმედების ძირითად მოტივაციად რჩებოდა. იგივე ხდებოდა ჯაზური ხელოვნების განვითარების ყველა ეტაპზე. თუმცა, ამა თუ მიმართულებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც ორიგინალურ კონცეფციებსა და ასევე განუმეორებელ ნაწარმოებებს წარმოშობდა, ჯაზის მუსიკოსები კიდევ შესრულების დროს  მუსიკალური იდეების შექმნისა და განვითარების უნარით იყვნენ დაჯილდოებული. 

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ ეკლესიასტეს მტკიცების საპირისპიროდ, სულისთვის ყოველთვის ძნელი არ არის, არამედ პირიქით, ადვილია „სიკეთიღ ტკბობა“. მაგრამ მსმენელი მომზადებული უნდა იყოს ესოდენ „მშვენიერი წამთან“ შესახვედრად, რომელიც მოდის და ქრება, ხოლო მუსიკოს–შემსრულებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მოასწროს მოსალოდნელი საოცრების შექმნა და აუდიტორიის წარმოსახვის გაოგნება. ამისთვის, უმეტეს შემთხვევაში, სასურველია, რომ მსმენელს „გაუწვრთნელი“ სმენა ჰქონდეს, სასურველია, გესმოდეს ჰარმონიის ცნება და ამ არაერთგვაროვანი მოვლენის ბუნებას გრძნობდე. 

ორერა - Sputnik საქართველო
საქართველო: ჯაზი - ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება ჯაზის ისტორიის საკითხებში გარკვეულობა, ასევე, ამ ხელოვნების მრავალფეროვან სამყაროში ორიენტაცია, სადაც ვხედავთ და გვესმის არაერთი ასეული ავტორი და ინსტრუმენტალისტი, და საერთოდ, იყო კარგად ინფორმირებული. ხშირად ეს იმ პირობებში ხდება, სადაც ჯაზის კულტურას ძველი ტრადიციები აქვს. თუმცა ჩნდებიან ახალი თაობები, და ამ მუსიკისადმი უკვე ჩამოყალიბებული ჩვეულებები აუცილებელია იმათთვის, ვისაც მხოლოდ ახალი დაწყებული აქვს მის სიღრმისეულ არსში წვდომა, და არ არის ასეთი პროცესისთვის იმაზე კარგი ხელშეწყობა, როგორიც მუსიკის მოსმენაა, როდესაც მარტო და მასთან ერთად რჩები.    

და აი, ყოველწლიურად დგება ჯაზის ფესტივალის დღეები. მაშინ ჩვენ, ცოცხალი მაგალითის სახით, ვიღებთ ახალ შემსრულებლებს, თანაც შესაშური რეგულარულობით. და კვლავ ვრწმუნდებით, ერთი მხრივ, ჯაზის თავდაპირველი საფუძვლების უცვლელობაში, ხოლო მეორე მხრივ, გაოცებული ვრჩებით მისი შესაძლებლობებით – როგორც საკვირველი ფენომენის, რომელიც მუდმივად განიცდის სტილისტიკის, პლასტიკისა და ფორმის შეცვლის მოთხოვნილებას, რომ მოწმე იყოს რაიმე აქტუალურის, მოგვითხროს სწორედ ამ ცვალებად სამყაროში დროის სიახლეების, ადამიანთა ცხოვრების შესახებ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისს მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები ეწვევიან

ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დღეებში ამჯერად არ ჟღერს მუსიკა, რომლისთვისაც ღირდა „მეგაპოლისის მუსიკა“ გვეწოდებინა. ის ჩვენ წინაშე აღმოცენდა კლასიკური მაინსტრიმის კილოს კანონების ავანგარდულ ჯაზთან შერწყმის ხარჯზე. ე. ი. ერთი მხრივ, აშკარაა ძირეული ჯაზური ტრადიციების ხელშეუხებლობა, ხოლო მეორე მხრივ – ახალ გამომსახველ საშუალებებსა და ტექნიკურ ხერხებზე დაყრდნობა, რომლებიც მთლიანად კოლექტიური და ინდივიდუალური საშემსრულებლო თვითგამოხატვის მიზნებს ემსახურება.    

ასეთი მუსიკის „ჩრდილში ყოფნა“ ახარებს მას, ვინც უპირატესობას რაიმე გარდაუვალის შესახებ მისტიკური გაფრთხილების აშკარა რომანტიკულ სიგნალებს ანიჭებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განგაში ისმის, რომლითაც დიდი ქალაქების ატმოსფეროა გაჟღენთილი მათი ქაოსურობით, ნერვოზულობით, შინაგანი მსხვრევადობით, პანიკური ემოციებითა და მშფოთვარე პროცესებით, არსებობის სიმყიფითა და ადამიანთა უნებური განწირულობით. პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა: და იმიტომაც, რომ ცხოვრება საფრთხისმომცველია როგორც კეთილდღეობაში, ისე უმწეობაში მცხოვრებთათვისაც და იმ მიზეზებითაც, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თემის აქტუალობა ეჭვს არ იწვევს, ცნობიერებაში ორგანულად „ეწყობა“, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ სწორედ ხასიათით აპოკალიპტური ხასიათის მოვლენებს, რომლებიც თეთრი სახლის მიერაა ინიცირებული.  

თბილისის ამჟამინდელი ჯაზ–ფესტივალი სწორედ სასიამოვნოდ მოწმობს იმ ფაქტს, რომ რომანტიკული ჯაზი ცოცხლობს, „ჯანმრთელადაა“ და ამ მუსიკის ყველა მიმართულებისთვის მთავარ სტიმულისმიმცემ საწყისად და მექანიზმად რჩება.  

 


ყველა ახალი ამბავი
0