ბასილაშვილი: იმ გზით უნდა ვიაროთ, რა გზითაც ტოვსტონოგოვმა იარა

© photo: Sputnikოლეგ ბასილაშვილი და რობ ავადიაევი
ოლეგ ბასილაშვილი და რობ ავადიაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საშინელებაა, როცა საკუთარ უნიჭობას, უვიცობას, არაპროფესიონალიზმს პოსტმოდერნიზმის კაშკაშა საკერებელს ადებენ, რომელშიც, წინა პლანზე გამოდის მხოლოდ გამოკვეთილი ფორმა და არაჩვეულებრივი გადაწყვეტა“.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik.რუსული თეატრისა და კინოს სახელოვანმა ვარსკვლავმა ოლეგ ბასილაშვილმა, რომელიც თბილისში საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრების პირველი კონგრესის ფარგლებში იმყოფება, გიორგი ტოვსტონოგოვი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თანამედროვე თეატრალურ სამყაროს ძალიან აკლია ლეგენდარული რეჟისორისა და პედაგოგის შემოქმედებითი პოზიცია. 

 განხილვა მრგვალი მაგიდის ირგვლივ მიმდინარეობდა სახელწოდებით — „გიორგი ტოვსტონოგოვი, ვიხსენებთ ხელოვანს“, რომელიც ტოვსტონოგოვის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა. - Sputnik საქართველო
მოსკოვმა თბილისში გრიბოედობის თეატრს იუბილე მოულოცა

 „ვფიქრობ ეხლა იმ გზით უნდა ვიაროთ, რა გზითაც მიდიოდა გიორგი ალექსანდრეს ძე ტოვსტონოგოვი, ეფროსი, ეფრემოვი, ლუბიმოვი, სხვები და სხვები, არ ჩამოვთვლი ყველა რეჟისორს, რომლებიც ცდილობდნენ სცენაზე ადამიანის სულიერი ცხოვრება ეპოვნათ, მოეთხროთ ადამიანზე. და არა კროსვორდები და რებუსები, რომელთა ამოხსნაზე და აზრის პოვნაზე მერე მაყურებელმა უნდა იფიქროს“, — თქვა ბასილაშვილმა. 

 ოლეგ ვალერიანის ძემ აღნიშნა, რომ „საშინელებაა, როცა საკუთარ უნიჭობას, უვიცობას, არაპროფესიონალიზმს პოსტმოდერნიზმის კაშკაშა საკერებელს ადებენ, რომელშიც, მისი თქმით პირველ პლანზე გამოდის მხოლოდ გამოკვეთილი ფორმა და არაჩვეულებრივი გადაწყვეტა“. 

 „საჭიროა, რომ წარმოიშვას ისეთი თეატრი, ისეთი ჯგუფი ან ისეთი სპექტაკლი, რომელიც აჩვენებს: აი რა არის ადამიანი… გუშინ შემთხვევით მე წავიკითხე ნემეროვიჩ-დანჩენკოს წერილების წიგნი, და წავიკითხე საინტერესო, შესანიშნავი ფრაზა: „თეატრში მთავარი ადამიანია, ხოლო პირველსაფუძველი კი ლიტერატურა“. ლიტერატურა! ეხლა ხომ ძალიან მოდურია საერთოდ არ წაიკითხონ პიესები. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა (მე მასთან პიესები მიმქონდა, რომ ასე ვთქვათ დავხმარებოდი) მითხრა: „პიესებს საერთოდ არ ვკითხულობ. ჩემი თანაშემწე მიყვება, მე კი დასკვნები გამომაქვს და ჩემს თავს ვდგამ და არა ავტორს“. მაგრამ ჩემი აზრით ეს დაცემის განსაკუთრებული ხარისხია. მხოლოდ გენიოსს შეუძლია ამ მდგომარეობით დამკვიდრდეს სცენაზე“, — თქვა ბასილაშვილმა. 

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი 170 წლისთავს აღნიშნავს

 ბასილაშვილმა, რომელსაც მისი თქმით 30 წლის ასაკიდან ჰქონდა ბედნიერება  დიდ დრამატულ თეატრში ტოვსტონოგოვთან ერთად ემუშავა, სტუმრებსა და მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საინტერესო ისტორიები და მოგონებები გაუზიარა დიდ მაესტროზე. 

გარდა ამისა, მსახიობმა აღნიშნა, რომ ბედნიერია იმყოფებოდეს კვლავ თავის სამშობლოში, მიწაზე სადაც მისი წინაპრები არიან დამარხულნი. ბასილაშვილის თქმით, ის ასევე ბედნიერია რომ საქართველოში ხედავს გამოჩენილ ქართველ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს,  „ვის გარეშეც ასე მოსაწყენი, ცუდი და უინტერესოა დრეს თეატრი“. 

 ტოვსტონოგოვისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, ოლეგ ბასილაშვილი კონგრესის სხვა მონაწილეებთან ერთად ესწრებოდა თბილისში ტოვსტონოგოვის სახლზე მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიას. 


ყველა ახალი ამბავი
0