მოსკოვმა თბილისში გრიბოედობის თეატრს იუბილე მოულოცა

© photo: Sputnikვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა.
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლაი სვენტიცკიმ მადლიერება გამოხატა თავისი სამშობლოს - საქართველოს მიმართ, იმისათვის, რომ მთელი 170 წელია რუსული თეატრი სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობს ქართულ მიწაზე და ქართული თეატრალური სივრცის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირმა და ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრს 170 წლის იუბილე მიულოცეს, რომელსაც თეატრი მიმდინარე წლის ოქტომბერში აღნიშნავს. 

იუბილეს ფარგლებში, პირველად შედგება საზღვარგარეთ  მდებარე რუსულ თეატრთა კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  მსოფლიოს 25 ქვეყნის რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, დირექტორები, და წამყვანი მსახიობები, ასევე საქართველოს თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები. 

გრიბოედოვის თეატრს მისმა მეგობრებმა თბილისში ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამართული ვიდეოხიდის მსვლელობისას მიულოცეს. 

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი 170 წლისთავს აღნიშნავს

ვიდეო კონფერენციაში რუსული მხრიდან მონაწილეობდნენ ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ევგენი კნიაზევი და რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გენადი სმირნოვი. 

თბილისის სტუდიაში ვიდეოხიდს ესწრებოდნენ გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი ნიკოლაი სვენტიცკი, და კონგრესის მონაწილეები სომხეთიდან, ყაზახეთიდან და აშშ-დან. 

შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ევგენი კნიაზევი მოსკოვის სტუდიაში ყვავილების ულამაზესი თაიგულით გამოცხადდა და ასე მოულოცა თბილისელ კოლეგებს. მისი თქმით, გრიბოედოვის თეატრი მომავალშიც ამაყად ატარებს რუსულ კულტურას საქართველოში.

„მიუხედავად ძნელბედობისა, რუსული თეატრი საქართველოში არსებობს. მე ძალიან მსიამოვნებს და ვამაყობ ამით. და რა თქმა უნდა მინდა, რომ რუსული ენა არ დაავიწყდეთ საქართველოში“, — განაცხადა კნიაზევმა. 

ალისა ფრიენდლიხი და ოლეგ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
რუსული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები საქართველოს ესტუმრებიან

რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი სმირნოვმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრები ერთმანეთს გვანან, იმით რომ მშვიდობა მოაქვთ და სამყაროს უკეთესს ხდიან. მანვე ორიგინალური მილოცვა უძღვნა „გრიბოედოველებს“. 

„ყველა თეატრი რაიმედ ღირს, აკეთებს რაღაცას, რისი წარდგენაც მაყურებლისათვის ძალუძს. მაყურებელს შეიძლება აშენებული სახლი წარუდგინო, გაშენებული ბაღი აჩვენო. ასევე შეიძლება უბრალოდ ტოტები მოაგროვო და დაწვა — დიდი კოცონი დაინთება და ესეც შეიძლება მაყურებელს უჩვენო. მაგრამ კოცონისაგან მხოლოდ ფერფლი დარჩება და ვერავინ ვერ შეძლებს მის ხელმეორედ დანახვას. მაგრამ თუ სახლი ააშენე და ბაღი გააშენე ეს საუკუნეებს გაუძლებს. და შთამომავლები გაიხარებენ ამ სახლითა და ამ ბაღით. ვფიქრობ რუსული თეატრის მოწოდება სახლების შენებაა, ბაღების გაშენებაა, და გისურვებთ, რომ თქვენი თეატრი სწორედ ასეთი იყოს“, — თქვა სმირნოვმა. 

უცხოეთში რუსული თეატრების კონგრესის მონაწილემ, ერევნის  სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო დრამატული რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა რეჟისორმა ალექსანდრე გრიგორიანმა ასევე მოულოცა თავის ქართველ კოლეგებს და განაცხადა, რომ არანაირ ძალებს არ შესწევთ რუსული კულტურის კუნძულების დანგრევა მათ ქვეყნებში. 

ასტანაში  მიხეილ გორკის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ერკინ კასენოვმა რომელმაც წელს ძალიან თბილად უმასპინძლა „გრიბოედოველებს“ ყაზახეთში, ასევე მოულოცა იუბილე თეატრს და იმედი გამოთქვა, რომ უცხოეთში რუსულ თეატრებს შორის კავშირი არასოდეს გაწყდება. „არც ისე ადვილია მსგავსი კონგრესის გამართვა, წარმატებებს გისურვებთ!“, — თქვა მან. 

მშობლიურ თეატრს იუბილე ყოფილმა „გრიბოედოველმა“ ამჟამად ნიუ-იორკში თეატრალური კომპანია STEPS-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ სტეპანოვმა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა რუსეთს ისეთივე ყურადღება დაეთმო შორეული საზღვარგარეთის  რუსული თეატრებისათვის, როგორც ამას ახლო საზღვარგარეთის თეატრებისათვის აკეთებს. რადგან ისინი, ისევე როგორც ყველა მათი კოლეგა — ამაყად ატარებენ  იმ ქვეყნებში რუსულ სიტყვას, ლიტერატურასა და სულს. 

ვიდეო ხიდის დასასრულს, თბილისის რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ მადლობა გადაუხადა მოსკოველ კოლეგებსა და სტუმრებს იუბილეს მოლოცვისათვის. ამასთან მან განსაკუთრებით აღნიშნა და მადლიერება გამოხატა თავისი სამშობლოს — საქართველოს მიმართ, იმისათვის, რომ მთელი 170 წელია რუსული თეატრი სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობს ქართულ მიწაზე და ქართული თეატრალური სივრცის განუყოფელ ნაწილად ითვლება. 

„მინდა სამადლობელი სიტყვები ვუთხრა ამ ქვეყანას, სადაც ეხლა ვიმყოფებით, ამ ხალხს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს, რომ 170 წელია ქართულ მიწაზე რუსული თეატრი ცხოვრობს. ცხოვრობს სიყვარულში, გადაჭედილი დარბაზებით, სადაც მაყურებელთა 90% ეთნიკური ქართველია. და ვსარგებლობ რა შემთხვევით, ქედს ვიხრი ამ ხალხის წინაშე. გვახსოვდეს, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. და მაშინ, შესაძლოა ჩვენმა შემხედვარე პოლიტიკოსებმა ჩვენგან მაგალითი აიღონ და რაღაც კარდინალურად შეიცვალოს“, — აღნიშნა სვენტიცკიმ.

ყველა ახალი ამბავი
0