გრიბოედოვის თეატრი 170 წლისთავს აღნიშნავს

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსული თეატრი უცხოეთში“ — ასეთი სახელწოდების კონფერენცია ჩატარდება 27 და 28 ოქტომბერს, სადაც თეატრალური პროცესის მნიშვნელოვან და გადაუდებელ პრობლემებზე იმსჯელებენ. ესენია: ახალგაზრდა მსახიობების განათლება და დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო მოღვაწეობა, მედიის როლი თეატრის წინსვლაში და სხვა საკითხები.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი საკუთარ 170 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები 26–30 ოქტომბერს ჩატარდება . რუსული თეატრების კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას 25 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ — დსთ–ს, აშს–სა და ევროპის რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, დირექტორები და წამყვანი მსახიობები. 

სპეციალური სტუმრები

საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ქართველი ხელოვანები, არასამათავრობო ორგანიზაციების წევრები და შემოქმედებითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალურ სტუმრებს შორის იქნებიან: სსრ კავშირის სახალხო არტისტები ოლეგ ბასილაშვილი და ვასილი ლანოვოი, რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა, აშშ–ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტი ბორის კაზინეცი. 

ღონისძიებათა პროგრამა 

საზეიმო ღონისძიებები ორშაბათს დაიწყება სპექტაკლით „წარსულის კარეტაში. მსახიობის მონოლოგი“, შემდეგ „რია ნოვოსტის“ თბილისი საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი.  

27–28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია „რუსული თეატრი უცხოეთში“, რომელზეც თეატრალური პროცესის მნიშვნელოვან და გადაუდებელ პრობლემებზე იმსჯელებენ. ესენია: ახალგაზრდა მსახიობების განათლება და დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო მოღვაწეობა, მედიის როლი თეატრის წინსვლაში და სხვა საკითხები. 

სამშაბათს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი–სავიზიტო ბარათი, XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის გრან–პრის მფლობელი „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ფიოესა და სართულებზე გაიხსნება თეატრის ღია მუზეუმი, სადაც გამოიფინება ათასობით ნივთი: აფიშები, უნიკალური ფოტოები, კოსტიუმები, რეკვიზიტები, დეკორაციების მაკეტები.

ასევე გამოიცემა წიგნი–ალბომი, რომელშიც გამოქვეყნდება  ნარკვევები გრიბოედოვის თეატრის სცენაზე მოღვაწე დიდი ხელოვანების შესახებ. საიუბილეო ღონისძიებებს ხუთშაბათს დაასრულებს სპექტაკლი „რევიზორი“, რომლის დამდგმელი რეჟისორიც გახლავთ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ავთანდილ ვარსიმაშვილი. 

გრიბოედოვის თეატრი

თეატრს ქვეყანაში სერიოზული რეპუტაცია აქვს, ფლობს მძლავრ თეატრალურ ბრენდსა და პროფესიონალთა გუნდს. მხოლოდ ბოლო წელს თეატრი  მსოფლიოს 12 ქვეყნის სცენაზე გამოვიდა. 

რუსული თეატრი საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით დაარსდა 1845 წელს. ეს რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული უძველესი რუსული თეატრია. 

ამ დროისათვის დასში 36 მსახიობია. თეატრის რეპერტუარში 28 სპექტაკლია — მსოფლიო კლასიკაცა და საბავშვო დადგმებიც.  

 

 


ყველა ახალი ამბავი
0