რუსული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები საქართველოს ესტუმრებიან

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიალისა ფრიენდლიხი და ოლეგ ბასილაშვილი
ალისა ფრიენდლიხი და ოლეგ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მსახიობების, თეატრალური კრიტიკოსებისა და სხვა თეატრალური მოღვაწეების გარდა, ღონისძიებას დაესწრებიან რუსული თეატრების ხელმძღვანელები საზღვარგარეთის 25 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ–იდან, კანადიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, კავკასიის ქვეყნებიდან.

თბილისი, 20 ოქტომბერი  ─ Sputnikსაზღვარგარეთის რუსული თეატრების კონგრესის ფარგლებში რუსული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები საქართველოს ეწვევიან. მათ შორის არიან ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, ვასილი ლანავოი და ირინა მურავიოვა. ამის შესახებ გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი იუწყება. 

კონგრესი, რომელიც საქართველოში რუსული თეატრის 170–ე წლისთავს ეძღვნება, თბილისში 26–დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. 

რუსი მსახიობების, თეატრალური  კრიტიკოსებისა და სხვა თეატრალური მოღვაწეების გარდა, ღონისძიებას დაესწრებიან რუსული თეატრების ხელმძღვანელები საზღვარგარეთის 25 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ–იდან, კანადიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან, ყაზახეთიდან, კავკასიის ქვეყნებიდან.

 „კონგრესს ძალზე მდიდარი პროგრამა აქვს. ესაა კონფერენციები და მრგვალი მაგიდები, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ერთმანეთს მოსაზრებებს გავუზიარებთ, მათ შორის, განვიხილავთ რუსი მსახიობების თეატრალური განათლების საკითხებს საზღვარგარეთ, საგასტროლო საქმიანობასა და პოლიტიკას, გაცვლებს და ა. შ. ასევე, ჩვენს კოლეგებთან ერთად ჩვენი თეატრის იუბილეს ვიზეიმებთ“, – განუცხადა სააგენტო „სპუტნიკი საქართველოს“ კორესპონდენტს გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

რუსული თეატრების კონგრესზე აღინიშნება გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან ასი წლის იუბილე. გაიმართება ლეგენდარული თეატრალური რეჟისორისა და პედაგოგისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია. ესენია: „თბილისი–სანკტ–პეტერბურგი და უკან. გიორგი ტოვსტონოგოვი“, „ჩვენიანი ჩვენიანთა შორის. ალექსანდრე ტოვსტონოგოვი“, „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო არტისტო. პაველ ლუსპეკაევი“ სერიიდან „რუსეთი საქართველოში“. იუბილეის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი ტოვსტონოგოვის სახლისა და მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა.  

კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართება საიუბილეო გამოფენა „რუსული თეატრი საქართველოში – 170“, ცნობილი ქართველი რეჟისორის, სსრკ–ის სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძისა და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფების გახსნა. 

კონგრესის პროგრამით გათვალისწინებულია სტუმრების შეხვედრა პოეტ და ფოტოხელოვან ლიდია გრიგორიევასთან (დიდი ბრიტანეთი) და მისი საავტორო ვიდეოპროექტის „ჩემი ბაღის იერუსალიმის“ პრემიერა, ასევე მსახიობ ბორის კაზინცის (აშშ) შემოქმედებითი საღამო და მისი წიგნის „ბორის კაზინცის მარადიულობის კანონი“ სერიიდან „რუსები საქართველოში“ პრეზენტაცია. 

გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაიმართება სპექტაკლ „რევიზორის“ (ნ. გოგოლის მიხედვით) პრემიერა, რომლის რეჟისორიც ავთანდილ ვარსიმაშვილია. გარდა ამისა, რუსული თეატრის სამსახიობო დასი აჩვენებს საკუთარ წარმოდგენას „ხოსტომერი. ცხენის ისტორია“ (ლ. ტოლსტოის მოთხრობის მოტივებზე).

კონგრესის სტუმრები დაათვალიერებენ მცხეთას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და უძველეს ჯვრის მონასტერს.  


ყველა ახალი ამბავი
0