ივანიშვილი "რუსთავი 2"–ის დახურვის წინააღმდეგია

© FB / Бидзина Иванишвилиბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკა კანონის ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რამდენიმე მსგავსი ტელეკომპანიის გახსნა შეუძლია.

თბილისი, 27ოქტომბერი – Sputnik. „რუსთავი 2“–სადმი პირადი ნეგატიური დამოკიდებულება ტელეკომპანიის დახურვის საბაბი არ არის, განაცხადა ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟრუნალისტებთან საუბრისას სამშაბათს, 27 ოქტომბერს.

მანამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხვალ აღარ იქნება.

„ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მოხდეს… თუ მან (თოფაძე–რედ.) ეს მართლა განაცხადა, ცუდად უთქვამს მაშინ. სარედაქციო პოლიტიკა არც მე მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანია უნდა დაიხუროს. ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას მოსწონს… მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ტელევიზიაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე საქართველოში მედიის შეზღუდვის ფაქტებს უარყოფს

მისი განცხადებით, „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკა კანონის ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რამდენიმე მსგავსი ტელეკომპანიის გახსნა შეუძლია.

„ჩვენ მედიას სიფრთხილით უნდა მოვექცეთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ტერმინები, რომელიც არხის დახურვას და შეზღუდვას ეხება. მე ბევრი რამ არ მომწონს. არ მომწონს ელემენტარულად იმიტომ, რომ თქვენი ტელევიზიის საშუალებით ინფორმაცია არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე გადის“, – განმარტა ივანიშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ კრიტიკის საგანი. კოალიციის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „რუსთავი 2“ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, ექს–პრემიერი ტელეკომპანიას სიცრუეში ადანაშაულებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0