"რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად გერმანიაში მცხოვრები ქიბარ ხალვაში საქართველოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“–ის ექს–მფლობელთან, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან და მის ადვოკატთან პაატა სალიასთან  შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამშაბათს, 27 ოქტომბერს გამართა.

„რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  „რუსთავი  2“-ის  ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, ტელეკომპანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.  

„მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიმიღო.პრეზიდენტს ისტორია მოუყევი როგორ მოხდა ყველაფერი და საქმის კურსში ჩავაყენე. ჩვენ მას საქმის სამართლებრივი მხარეც ავუხსენით და ვთხოვეთ მონიტორინგი გაუწიოს სასამართლო სხდომებს, რადგანაც სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სხდომებს“, – განაცხადა ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
გვარამია შსს-გან ვიდეოკამერების დაყენების საკითხზე განმარტებას მოითხოვს

ქიბარ ხალვაში 2005 წელს  „რუსთავი 2“–ის 100%–იან წილს ფლობდა, იმავე წლის დეკემბერში კი საკუთარი წილიდან 22% კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ექს–მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა – ბიძინა ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯოე–ტრანსს“ მიჰყიდა, რომლის მფლობელიც ბიძინა ნიჟარაძე იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილმა მფლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის აგვისტოში ტელეკომპანიის წილების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.  ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობას, რომელიც ტელეკომპანიიდან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო „რუსთავი 2"–ის სასამართლო პროცესს თვალყურს ადევნებს

ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ მიმდინარე პროცესები მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერაა ინიცირებული, რომელიც ყველაფერს აკეთბს იმისათვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია დახუროს.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ კრიტიკის საგანი. კოალიციის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „რუსთავი 2“ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, ექს–პრემიერი ტელეკომპანიას სიცრუეში ადანაშაულებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0