ნიკოლაი სვენტიცკი: ჩვენი მიზანი — ეს ტიტულოვან ერამდე რუსული სიტყვის მიტანაა

© COURTESY OF Nikolay Sventickiyნიკოლაი სვენტიცკი
ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი წელს დიდ იუბილეს — დაარსებიდან 170 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით თეატრი 2015 წლის 26–30 ოქტომბერს პირველად ატარებს უცხოეთში არსებული რუსული თეატრების კონგრესს, რომელსაც მსოფლიოს 26 ქვეყნის თეატრების ხელმძღვანელები ესწრებიან.

ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის არიან თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები ირინა მურავიოვა და ოლეგ ბასილაშვილი. იუბილის მასშტაბურად აღნიშვნაზე,  პრობლემებზე, წარმატებებსა და გეგმებზე „სპუტნიკის“ კორესპონდენტს გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი ესაუბრა.

— რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონგრესი და რა იქნება მისი თემატიკა? 

— ჩვენ მთელი მსოფლიოდან შევკრიბეთ რუსული თეატრების ხელმძღვანელები, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. უფრო მეტიც, ასეთი რამ არასდროს მომხდარა! გადავწყვიტეთ, კონგრესზე უცხოეთში არსებული რუსული თეატრების პრობლემებზე ვისაუბროთ: რა პლუსები და მინუსები გვაქვს, ვის რა რეპერტუარი აქვს. თუნდაც უბრალოდ გავეცნოთ ერთმანეთს. კონგრესს ძალზე დატვირთული პროგრამა აქვს. მაგალითად, გაიმართება მრგვალი მაგიდები, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, უცხოეთში რუსი მსახიობების თეატრალური განათლების, საგასტროლო მოღვაწეობისა და პოლიტიკის, გაცვლებისა და სხვათა თაობაზე. ჩვენ კოლეგებთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნავთ ჩვენი თეატრის იუბილეს. 

ალისა ფრიენდლიხი და ოლეგ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
რუსული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები საქართველოს ესტუმრებიან

— ამ კონგერესის ტრადიციულ ღონისძიებად გადაქცევას ხომ არ გეგმავთ? 

— სიმართლე გითხრათ, ამაზე არ გვიფიქრია. შესაძლოა ჩვენ აღარ ჩავატაროთ ამგვარი ღონისძიება, მაგრამ ვინმე სხვამ მისდიოს ჩვენს მაგალითს. ვნახოთ, რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი. ჩვენ სათავე დავუდეთ, განვახორციელეთ იდეა, მომავალში კი შესაძლოა კონგრესი სხვა ქვეყანაში გაიმართოს. 

— რა მდგომარეობაშია ახლა ქართულ–რუსული კულტურული ურთიერთობები და თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადიდგას ამ სფეროში ამ ქვეყნების დაახლოებისთვის? 

— საქმე ისაა, რომ ურთიერთობები რომ გაუმჯობესდეს, ჯერ კარგად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, თვალყური უნდა ვადევნოთ კულტურულ მოვლენებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, აღიარებული თეატრების დადგმებს, გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, ხშირად მოვიწვიოთ რუსეთის კულტურის მოღვაწეები ჩვენთან და ჩვენც ხშირად ჩავიდეთ მათთან. 

— რა მდგომარეობაა გრიბოედოვის თეატრში  უცხოური გასტროლების კუთხით?

— ამ მხრივ, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ჩვენ საკმაოდ დიდი საგასტროლო პოლიტიკა გვაქვს. მხოლოდ ამ წლის ბოლომდე ციმბირის ხუთ მსხვილ ქალაქს ვეწვევით: ომსკს, ტომსკს, ბარნაილს, კემეროვოსა და ნოვოსიბირსკს. დეკემბერში მოსკოვის ფესტივალში „ოქროს მოყმე“ („Золотой витязь“) მივიღებთ მონაწილეობას. ანუ ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ ჩვენი თეატრი ცოცხალია, ფორმაშია და საჩვენებელიც გვაქვს. 

— გრიბოედოვის თეატრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა…

— დიახ, რამდენიმე წლის წინ ჩვენი თეატრი უცხოეთის საუკეთესო რუსულ თეატრად დაასახელეს. ეს პრესტიჟული წოდებაა. ჩვენმა სპექტაკლებმა, რომლებიც გასტროლებზე წარმოვადგინეთ, დიდი აღიარება მოიპოვეს. მაგალითად, სპექტაკლმა „ხოლსტომერი. ცხენის ისტორიამ“ მოსკოვის ხელოვნების საერთაშორისო ფორუმის გრან–პრი აიღო. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ საერთოდ, მატარებელმა ორი მიმართულებით უნდა იმოძრავოს — აქეთაც და იქითაც. იმიტომ, რომ თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით ივლის, საბოლოოდ ჩიხში აღმოჩნდება. ამიტომაცაა საჭირო გაცვლები. თანაც, რაც უფრო ხშირი იქნება ეს გაცვლები, მით უკეთესი.  

საქართველოში თეატრის მოყვარულებს უჩვეულო სპექტაკლები უჩვენეს - Sputnik საქართველო
საქართველოში თეატრის მოყვარულებს უჩვეულო სპექტაკლები უჩვენეს

— როგორ ხდება ეს?

— საქართველოში ამ ბოლო დროს, სხვადასხვა თეატრალური ფესტივალების ფარგლებში, ძალიან ბევრი რუსული თეატრი ჩამოდის. მხოლოდ ამ შემოდგომით რამდენიმე კოლექტივს ველოდებით. თბილისში გასტროლებით იმყოფებოდა რუსული დრამის რიგის თეატრი, რომელმაც სპექტაკლი „ხანუმა“ აჩვენა, მალე ჩამოდის ვახტანგოვის თეატრი თავისი აბსოლუტური შედევრით, „ევგენი ონეგინით“. ამის შემდეგ კი დმიტრი კრიმოვის „ლაბორატორია“ გვეწვევა. 

— რამდენად მაღალია გრიბოედოვის თეატრის, როგორც საქართველოში რუსული კულტურის ლამის ერთადერთი გამტარებლის პასუხისმგებლობა

— ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია — ეს ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა. ჩვენ არასდროს განგვიხილავს თავი, როგორც რუსული დიასპორის თეატრს. ეს არც მართებული იქნებოდა და თანაც, არცაა საჭირო ასეთი თეატრის არსებობა. ჩვენ ვართ თეატრი, რომელიც საქრათველოს ერთიან თეატრალურ სივრცეში შედის, უბრალოდ რუსულ ენაზე ვმუშაობთ. ჩვენ ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ტიტულოვან ერს რუსული სიტყვა ვასმინოთ,  რუსული კლასიკური დრამატურგია წარვუდგინოთ. ამიტომაც ბოლო პერიოდის რეპერტუარის 90 პროცენტი რუსული კლასიკიდან შევადგინეთ. ამიტომაც წარმატებით ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ კვლავაც ვიცხოვრებთ. ჩვენ ყოველთვის ქართველ ხალხთან ერთად ვიდექით. 

რია ნოვოსტის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი: გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა

— თქვენი აზრით, რა არის გრიბოედოვის თეატრის უმთავრესი მიღწევა საქართველოში?

— მიმაჩნია, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ისაა, რომ ჩვენი მაყურებლის 90 პროცენტი ეთნიკური ქართველია. აი ეს გახლავთ რუსული თეატრის მიღწევა საქართველოში. არა მგონია, რომ ტიტულოვანი ერის თეატრის აუდიტორიის  მსგავსი რაოდენობით კიდევ რომელიმე რუსულ თეატრს შეუძლია დაიტრაბახოს საკუთარ ქვეყანაში. 

— რა პრობლემებს შეჯახებია თეატრი არსებობის განმავლობაში?

— თეატრები ყოველთვის ერთსა და იგივე პრობლემებს აწყდებიან. ეს არასაკმარისი დაფინანსებაა. მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ჩვენი თეატრი აწყდება ამგვარ პრობლემას და მაგალითად, მარჯანიშვილისა არა. ეს ასე არაა. ფინანსების მხრივ ყველა თეატრი დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაშია. ის შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, რომ ჩვენი მოთხოვნები ქვეყნის შესაძლებლობებს დავუქვემდებაროთ, რომელიც ახლა ვითარდება. რამდენიც შეუძლია სახელმწიფოს, იმდენსაც გვაძლევს და ჩვენც რაღაცნაირად გაგვაქვს თავი. ბუნებრივია, სპონსორებიც გვეხმარებიან. და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს სპონსორები ქართველები არიან. 

—  კადრებთან დაკავშირებული პრობლემები თუ გაქვთ?

— ბუნებრივია, გვაქვს, მაგრამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ აკადემიაში არსებობს რუსული ჯგუფი.  გვაქვს პრობლემა რუსული თეატრის ისტროიასთან, რუსულ სასცენო მეტყველებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბრწყინვალე პედაგოგთა პლეადა უკვე წასულია. ისინი დღეს, პრაქტიკულად, აღარ არსებობენ. გამოსავალს იმაში ვნახულობთ, რომ რუსეთის წამყვან პედაგოგებს სემინარებს ვატარებინებთ ჩვენი სტუდენტებისთვის. ამ ზაფხულს ათდღიანი სემინარი  ჩავატარეთ თეატრალური ინსტიტუტის რუსული ჯგუფისთვის, რომელშიც ვახტანგოვის სკოლის ძალზე ცნობილი სასწავლებლის — შჩუკინის სასწავლებლის ოთხი პროფესორი მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ამიტომაც გამუდმებით ვეძებთ გზებს, ვგზავნით ჩვენს მსახიობებს საზახფულო სტაჟირებებზე, რომლებსაც რუსი თეატრალური მოღვაწეები ატარებენ ხოლმე და რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. სწორედ ესაა კონგრესის ერთ–ერთი თემა. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე: როგორ მოვიქცეთ, როგორ განვამტკიცოთ თეატრალური განათლება რუსი მსახიობებისათვის? ეს იმიტომ, რომ მათ წიგნიერი რუსული სიტყვა უნდა მიიტანონ მსმენელამდე, რაც დღეისათვის დიდი პრობლემაა და ორდინალურ სვლებსაც მოითხოვს და არაორდინალურსაც. 

— რამდენად მასშტაბურია გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილის ზეიმი?

— უპირველესად, ჩვენ გვექნება სპექტაკლ „რევიზორის“ დიდი პრემიერა. და მეორეც: იცით, რაღაც არა მგონია, რომ რომელიმე თეატრის იუბილეზე მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩადიოდნენ სტუმრები. ეს უკვე მეტყველებს ზეიმის მასშტაბურობაზე და გრიბოედოვის ტეატრის როლზე მსოფლიო თეატრალურ კულტურაში. ჩვენი თეატრის ისტორია იმდენად დიდია და იმდენად საინტერესო, რომ ჩვენთან სიამოვნებით ჩამოდიან რუსული თეატრის ხელმძღვანელები მთელი მსოფლიოდან. პირადად მე არ მახსენდება თვით ყველაზე დიდი და აღიარებული თეატრის იუბილეც კი, რომელსაც მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ესწრებოდა. ეს აბსოლუტური რეკორდია. 

— რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის?

— როგორც უკვე გითხარით, 29 ოქტომბერს უნდა წარმოვადგინოთ უზარმაზარი ტილო — გოგოლის „რევიზორი“. თავად იუბილე 28 ოქტომბერს დაიწყება, რომელიც, გარდა უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისა, ჩვენს ქართველ კოლეგებსაც მოუყრის თავს. ამის შემდეგ, ნოემბრის პირველ ნახევარში, ციმბირულ ტურნეში მივემგზავრებით, სადაც 10 სპექტაკლს ვაჩვენებთ. ამას მოჰყვება მოსკოვი, რაც ასევე ძალზე საპასუხისმგებლო გასვლაა. იქ „რევიზორის“ პრემიერა მიგვაქვს.  2016 წლისთვის ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასტროლები უკრაინაში, ყაზახეთში, ისრაელსა და რუსეთში — პეტერბურგის ფესტივალზე „ბალტიური სახლი“. ვფიქრობ, ამ კონგრესის განმავლობაში კიდევ ახალი წინადადებები გვექნება. 

— რამდენად აქტიურია „რუსული კლუბის“ საქმიანობა, რომელსაც ასევე თქვენ ხელმძღვანელობთ?

— „რუსული კლუბი“ კონგრესისა და თეატრის იუბილის ერთ–ერთი ორგანიზატორი გახლავთ. ახლახანს ჩვენი ოცნება ახდა — აქტიურად შევუდექით წიგნების გამოცემას სერიიდან „რუსები საქართველოში“. ეს ღირსშესანიშნავი წიგნებია, რომლებიც შთამომავლობას დარჩება. ძალიან ბევრმა დიდმა რუსმა კულტურისა თუ მეცნიერების სფეროს მოღვაწემ შეიტანა წვლილი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებაში. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პასტერნაკი, რომელიც ბრწყინვალედ თარგმნიდა ქართული პოეზიის კლასიკოსებს, გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვები, ნემიროვიჩ–დანჩენკო, რომელიც საქართველოშია დაბადებული (სამწუხაროა, რომ აღარ არსებობს მისი სახელობის მუზეუმი ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში), ჩაიკოვსკი, რომელმაც თავისი საუკეთესო ნაწარმოებები სწორედ, აქ, საქართველოში შექმნა… ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამ სერიის თერთმეტი წიგნი უკვე გამოცემულია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ გამოვცემთ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0