თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი თემაზე: „გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი 170 წლისაა“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ორშაბათს, 26 ოქტომბერს 17:30 საათზე გაიმართება.
იუბილის ფარგლებში პირველად გაიმართება საზღვარგარეთის რუსული თეატრების კონგრესი, რომლის მონაწილეებიც იქნებიან 25 ქვეყნის რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, დირექტორები და წამყვანი მსახიობები, ასევე საქართველოს თეატრების წარმომადგენლები.
ვიდეოხიდის მონაწილეები მოსკოვში:
– ბორის შჩუკინის სახელობის თეატრლური ინსტიტუტის რექტორი ევგენი კნიაზევი;
– რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წარმომადგენლები.
ვიდეოხიდის მონაწილეები თბილისში:
– გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი;
– სტანისლავსკის სახელობის ერევნის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრ გრიგორიანი;
– თეატრალური კომპანია STEPS–ის (ნიუ–იორკი, აშშ) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სტეპნოვი;
– გორკის სახელობის რუსული დრამატული თეატრის (ასტანა, ყაზახეთი) დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი ერკინ კასენოვი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.