აპატურაიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში ჩართულობა შეაფასა

© Ministry of Defence of Georgiaჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატო საქართველოში უფრო მასშტაბურადაა წარმოდგენილი, იქნება ეს განათლება თუ სხვა მიმართულებები, — აღნიშნა ნატო–ს გენერალური მდივნი სპეციალურმა წარმომადგენელმა.

თბილისი, 26 ოქტომბერი,  — Sputnik. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნების, — განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ (James Appathurai) ორშაბათს, 26 ოქტომბერს. 

ეს განცხადება ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმის ფარგლებში გააკეთა, რომლის პირველი სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატოში ინტეგრაციის თემებს ეძღვნებოდა. 

„საქართველო ნატოს ერთგული და ძლიერი კანდიდატია… ნატოში საქართველოს ადგილი აშკარაა და სულ უფრო იზრდება, ხოლო მისი ჩართულობა პროცესში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა, ალიანსის არაწევრი ქვეყნებისა“, — აღნიშნა აპატურაიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მოსახლეობას ხვდება - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი:საქართველო მშვიდობის და არა კონფლიქტების ქვეყნად უნდა იქცეს

ნატო საქართველოში უფრო მასშტაბურადაა წარმოდგენილი, იქნება ეს განათლება თუ სხვა მიმართულებები, — განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ესტონეთის ელჩი ნატოში  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში კიასტიტუს იანკაუსკასი (Kestutis Jankauskas) და ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი (Lauri Lepik).

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტია

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, რომლის მიზანიცაა მოქალაქეების ინფორმირება ალიანსის შესახებ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის ახალგაზრდული კონფერენციები და შეხვედრები არასამათვარობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. დაგეგმილია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0