ქუმსიშვილი: ჩინეთთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ნოემბერში დაიწყება

© facebook.com/GeorgianGovernmentდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების საქმიანობის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მოლაპარაკებები საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 23 ოქტომბერს, მისი უწყების სამწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა. 

 მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, დამატებით 1,4 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე გავიდეს. 

 სექტემბრის დასაწყისში, როცა პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, პრემიერებმა მოილაპარაკეს დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე და ჩვენ დავიწყებთ ამ მოლაპარაკებებს ნოემბრის შუა რიცხვებში“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. 

ჩინეთი - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“

 მისი თქმით, ჩინური მხრიდან მოლაპარაკებებში კომერციის სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას, ხოლო  ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

 უწყების საქმიანობის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. 

 "მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, იყო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. ეს არის დამატებით 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ სამუშაო ადგილები და კერძო სექტორის მიერ ბოლო წლების განმავლობაში დამატებით შექმნილი 60 ათასი სამუშაო ადგილი არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით არის ძალიან მიმზიდველი გარემო“, —თქვა მინისტრმა. 

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება

 „2012 წლიდან 2015 წლამდე მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს წილობრივი სტრუქტურა საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონულ ჭრილში. ევროკავშირში ექსპორტი 15-დან 21 %-მდე გაიზარდა საქონლის გატანის საერთო მოცულობაში. ამ დროისათვის ჩვენი სამინისტრო მუშაობს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, ეს კი დამატებით 14 მილიონიანი ბაზარია“,- თქვა ქუმსიშვილმა.

 ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საქართვფელოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული ექნება მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-თან, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0