აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება

გამოწერა
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება. წყნარი ოკენის ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის 40% და მსოფლიო ვაჭრობის მესამედი მოდის.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ გაფრომდა თორმეტმხრივი შეთანხმება ტრანს-წყნარი ოკენის სავაჭრო ურთიერთობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსოფლიო ვაჭრობის წესებს ამერიკა დაწერს და არა ვინმე სხვა, მაგალითად, ჩინეთი. 

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება. წყნარი ოკენის ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის 40% და მსოფლიო ვაჭრობის მესამედი მოდის. ხელშეკრულების მონაწილეები არიან: აშშ, კანადა, მექსიკა, პერუ, ჩილე, მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური, ვიეტნამი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. 

„როცა  ჩვენი პოტენციური კლიენტების 95%–ზე მეტი ჩვენ საზღვრებს მიღმა ცხოვრობს,  ჩვენ ვერ მივცემთ ჩინეთის მსგავს  ქვეყნებს დაწერონ გლობალური ეკონომიკის წესები. ეს წესები ჩვენ  უნდა ვწეროთ და სულ ახალი და ახალი ბაზრები უნდა გავხსნათ ამერიკული პროდუქციისთვის, დავაწესოთ თანამშრომლებისა და გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტები. დღეს ატლანტაში გაფორმებული ხელშეკრულება ამის საშუალებას მოგვცემს“, — განაცხადა ობამამ. 

პრეზიდენტმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ შეთანხმება დაიცავს აშშ-ში სამუშაო ადგილებსა და გარემოს „იმაზე მეტად, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა შეთანხმება აკეთებდა ისტორიის მანძილზე“. ობამამ ასევე უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც შეთანხმების ავტორებს დოკუმენტის გასაიდუმლოებას საყვედურობდნენ და პირობა დადო, რომ მას საჯაროდ განსახილველად გამოიტანენ.  „როცა შეთანხმების მონაწილეები პარტნიორობის ტექსტზე მუშაობას დაასრულებენ, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს კიდევ რამდენიმე თვე ექნებათ მისი თითოეული სიტყვის წასაკითხად, სანამ მე ხელს მოვაწერ“, — თქვა ობამამ. 

იმისათვის, რომ შეთანხმება კონგრესში დაუბრკოლებლად გასულიყო, ობამამ ჯერ კიდევ ზაფხულში მოიპოვა პარლამენტარებისგან განსაკუთრებული სავაჭრო უფლებამოსილება (fast track): ახლა კონგრესს მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ ან მიიღოს აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დადებული საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები, ან უარყოს ისინი მათში ცვლილებების შეუტანლად. როდესაც აპრილში ობამამ კონგრესს განსაკუთრებულ უფლებამოსილებაზე კანონპროექტი წარუდგინა, მაშინვე განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკის კანონები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა წეროს და არა ჩინეთმა. კონგრესს აქამდე მხოლოდ ორჯერ აქვს მი ნიჭებული თეთრი სახლისთვის fast track-ის უფლებამოსილება: 1975–1994 წლებში და ასევე 2002–2007 წლებში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0