ელჩი: პრეზიდენტი ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვას

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვის თავისუფლება და მედია-პლურალიზმი ქმედუნარიანი საზოგადოების ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გახსნილი სივრცე სხვადასხვა შეხედულებებისათვის“, -თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრებს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შეუძლიათ განმუხტონ სიტუაცია ქვეყანაში, უთხრა ევრკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 

 ტელეკომპანია „რუსთავი2“ —ის საქმეზე სასამართლო განხილვას ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებაზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ. სასამართლო სხდომები საპროტესტო აქციების ფონზე ტარდება. 

 „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ სიტუაციის გამუხტვისა დ დიალოგის დაწყებისათვის. ვფიქრობ ეს შეხვედრები შედეგიანი იქნება. სიტყვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი ქმედუნარიანი საზოგადოების ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გახსნილი სივრცე სხვადასხვა შეხედულებებისათვის“, —თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

 მედიის თავისუფლება დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, აღნიშნა დიპლომატმა. 

 „საქართველოში მუშაობის განმავლობაში, მე ვნახე ცოცხალი და გახსნილი მედია-სივრცე. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საარჩევნო წელი ახლოვდება“, — აღნიშნა ჰერმანმა. 

Штаб-квартира ОБСЕ - Sputnik საქართველო
ეუთო „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

 შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. 

 მანამდე, ხუთშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებს მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები. ნაწილობრივ შეზღუდულია კომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: პარტნიორთა ეჭვები საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ქვეყანას ვნებს

 სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია საბოლოო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა ბიზნესმენის შუამდგომლობას, რომელიც ტელეკომპანიისაგან 8 მილიონ დოლარს ითხოვს. ტელეკომპანიაში თვლიან, რომ რაც ხდება, მმართველი კოალიციის — „ქართული ოცნების“ ინიციატივაა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანიის დახურვას ისახავს მიზნად. 


ყველა ახალი ამბავი
0