კვირიკაშვილი: პარტნიორთა ეჭვები საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ქვეყანას ვნებს

© https://www.facebook.com/economyprგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან „რუსთავი 2–ის“ გარშემო განვითარებული მოვლენებით და საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების პრონციპებს ახსენებენ.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პარტნიორთა ეჭვები საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქვეყანას იმაზე მეტად ვნებს,  ვიდრე მედიასაშუალებების არაობიექტური სარედაქციო პოლიტიკა, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მანამდე  ეუთოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს „რუსთავი 2"–ის სასამართლო პროცესის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო და ქვეყნის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების პრინციპები შეახსენეს. 

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

„გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ფასუელობაა, რასაც უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი მთავრობა, — დარწმუნებულია მინისტრი. 

Штаб-квартира ОБСЕ - Sputnik საქართველო
ეუთო „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

ჯერჯერობით უცნობია სასამართლოს საბოლოო განჩინება ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც არხის დაბრუნებას და მისთვის 8 მლნ აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს. „რუსთავი 2“–ში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელსაც სურს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია დახუროს.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0