აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა გაიხსენა ცოტა ხნით ადრე აშშ-ს მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებები, სადაც ქართულმა მხარემ დაადასტურა თავისი მიზანსწრაფვა თავისუფალი პრესისა და ინფორმაციის განვითარებისკენ.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik.  აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, განაცხადა უწყების წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

„ყველაზე დიდი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა, მნიშვნელოვნად შეავიწროვებს საქართველოში მედია სივრცეს და ეს შეშფოთების მიზეზია“, – განაცხადა ტონერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მარკ ტონერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს  მთავრობა გადაწყვეტს ამ პრობლემას და შეახსენა მას ცოტა ხნით ადრე აშშ-ს მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებები, სადაც ქართულმა მხარემ დაადასტურა თავისი მიზანსწრაფვა თავისუფალი პრესისა და ინფორმაციის განვითარებისკენ.

მანამდე ბიზნესმენმა და „რუსთავი 2“–ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მოსამართლეს ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

ჯერჯერობით უცნობია სასამართლოს საბოლოო განჩინება ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც არხის დაბრუნებას და მისთვის 8 მლნ აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს. „რუსთავი 2“–ში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელსაც სურს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტელეკომპანია დახუროს.


ყველა ახალი ამბავი
0