ეუთო „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

© photo: Sputnik / Тарас Лариохин / გადასვლა მედიაბანკშიШтаб-квартира ОБСЕ
Штаб-квартира ОБСЕ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვის თავისუფლების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის, დუნია მიიატოვიჩის თქმით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დროში არ გაუქმდება, ამას ქვეყანაში მედიის მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის სერიოზულად შეზღუდვა მოჰყვება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. დემოკრატია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე წვდომას ითვალისწინებს, — განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ სიტყვის თავისუფლების საკითხებში დუნია მიიატოვიჩმა (Dunja Mijatovic) ტელეკომპანია „რუსთავი 2"–თან დაკავშირებული სასამართლო განხილვის კომენტირებისას. 

ეუთოს მიერ 2015 წლის აგვისტოში წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიიატოვიჩი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება და მისი ფინანსური საქმიანობის შეზღუდვა, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ტელეკომპანიის მდგომარეობაზე, — ნათქვამია ეუთოს განცხადებაში. 

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

„თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დროში არ გაუქმდება, ამას ქვეყანაში მედიის მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის სერიოზულად შეზღუდვა მოჰყვება… მე ასევე გამოვყოფდი ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიციალური პირის განცხადებასაც ამ საკითხზე, რომელთაც ასევე შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ სასამართლო პროცესზე“, — განაცხადა მიიატოვიჩმა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მოსამართლეს ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოვლენები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა წელს ხდება.   

„დემოკრატია მოითხოვს, რომ ადამიანებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე მიუწვდებოდეთ ხელი“, — განაცხადა მიიატოვიჩმა. 


ყველა ახალი ამბავი
0