პუტინისა და ასადის შეხვედრა: ტერორიზმთან ბრძოლა და სირიის მომავლის საკითხები

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის შეხვედრა
ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართა მოსკოვში. მთავარი თემები სირიაში რუსეთის საჰაერ–კოსმოსური ძალების ოპერაციასთან, ტერორიზმთან ბრძოლასა და აგრეთვე პოლიტიკური დარეგულირების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები იყო.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამშაბათ საღამოს ეწვია მოსკოვს, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პრეზიდენტებმა სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალებისა და სირიის არმიის ოპერაციის გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს. 

მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა, რომ სირიაში ტერორიზმზე გაიმარჯვებენ, ხოლო სამხედრო მოქმედებების შემდეგ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ არაბულ სახელმწიფოში ხანგრძლივი დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური პროცესითაა შესაძლებელი. 

ასადისა და პუტინის მოლაპარაკებები „საკმაო ხანგრძლივი იყო“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. პუტინმა და ასადმა ჯერ ვიწრო წრეში გამართეს მოლაპარაკება, ხოლო შემდეგ დელეგაციის თანდასწრებით.

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ასადი: რომ არა რუსეთი, ტერორიზმი უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებდა
გაფართოებულ შემადგენლობაში პრეზიდენტებს შეუერთდნენ პრემიერ–მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეტა მინისტრი სერგეი ლავროვი,თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. კრემლში მიმდინარე მოლაპარაკებებისას ასადს ტრადიციული რუსული კერძებით გაუმასპინძლდნენ — ქაშაყითა და „ოლივიეს“ სალათით. 

ასადმა პუტინს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მის პერსპექტივებსა და გეგმებზე. სირიის ელჩმა რუსეთში რიიად ჰადადმა პრეზიდენტის ვიზიტს „ჩვეულებრივი“ უწოდა. ექსპერტები კი რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების სირიაში მოქმედების ინტენსიფიკაციას ელოდებიან ამ ვიზიტის შემდეგ. 

პოლიტიკური პროცესი — დარეგულირების საფუძველი

რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიაში პროცესის დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯებითაა შესაძლებელი. „ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საბრძოლო მოქმედებებისას საბოლოო ჯამში ხანგრძლივი დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღწევა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი იმონაწილევებს. საბოლოოდ გადამწყვეტი სიტყვა, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა თქვას“, — განაცხადა მან. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მზადაა შეიტანოს წვლილი ამ პოლიტიკურ პროცესში. „სირია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ წვლილი არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში ტერორიზმთან ბრძოლისას, არამედ პოლიტიკურ პროცესშიც“, — განაცხადა პუტინმა. 

ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
სირიაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მხარდაჭერა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ომის მსვლელობაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან და რეგიონის იმ ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტით განხორციელდება, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრით არიან დაინტერესებულები. 

მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან შედეგებს, რომელთაც მიაღწია სირიამ ტერორიზმთან ბრძოლაში. „სირიელი ხალხი პრაქტიკულად მარტო უწევს წინააღმდეგობას, ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს უკვე რამდენიმე წელია, აქვს სერიოზული დანაკარგები, მაგრამ ბოლო დროს მნიშვნელოვან და დადებით შედეგებს მიაღწია ამ ბრძოლაში“, — თქვა პრეზიდენტმა. 

პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიაში სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის 4 ათასამდე წარმომადგენელი იბრძვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საბრძოლო გამოცდილებით აღჭურვილი და ტერორისტთა მიერ დამუშავებული ადამიანების რუსეთის ტერიტორიაზე შეშვება არაფრით შეიძლება. 

საბოლოო მიზანი — ხალხის ნების რეალიზაცია

ასადის თქმით, სირიაში რუსეთის დახმარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ხორციელდება. სირიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე მის ქვეყანაში ტერორიზმი კიდევ მეტ ტერიტორიას მოცავდა. „ტერორიზმი, რომელიც ახლა გავრცელდა რეგიონში, რომ არა თქვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები, ბევრად მეტ ფართობს მოიცავდა და კიდევ მეტ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა“, — უთხრა ასადმა პუტინს.  “

სირიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში ტერორიზმზე გაიმარჯვებენ. „მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუს ხალხს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანას უწევს, და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ტერორიზმზე და ერთობლივად ვიმოქმედებთ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით აღდგენისთვის“, — აღნიშნა სირიის ლიდერმა. 

სამხედრო მოქმედებები შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებს ვარაუდობს, — ეთანხმება ასადი პუტინის მოსაზრებას. „რაღა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას პოლიტიკური ნაბიჯები მოჰყვება“, — თქვა მან. 

საქმეში ჩართული ყველა მხარის საერთო მიზანი — ეს იმ სურვილების რეალიზაციაა, რომლებიც სირიელებს აქვთ სამომავლოდ, — თქვა ასადმა. 

ასადის ვიზიტი სირიაში რუსეთის პოზიციენს გაამყარებს

შედარებითი პოლიტოლოგიის პროფესორი, ექსპერტი ვიქტრო სერგეევი ფიქრობს, რომ ასადის მოსკოვში ვიზიტი სირიაში რუსეთის პოზიციების გამყარებას ასახავს. „ზოგადად ეს ვიზიტი უბრალოდ ამყარებს რუსეთის პოზიციებს სირიაში, გვანახებს, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს განზრახული სირიელების დახმარება“, — თქვა მან. 

სერგეევის თქმით, პუტინმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ ასადის ხელისუფლების სათავეში ყოფნა მომავალში გარკვეულწილად უცნობია, ვინაიდან ეს საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად უნდა იქცეს. „აი ეს ვიზიტი იყო კიდეც, ჩემი შეხედულებით, ამ მოლაპარაკებების ელემენტი“, — განაცხადა ექსპერტმა. 

სერგეევს მიაჩნია, რომ ასადის ვიზიტის შემდეგ რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების სირიაში მოქმედების ინტენსიფიკაცია გაიზრდება. მისი აზრით, ძნელია იმის თქმა, კიდევ რა თემები შეიძლებოდა განხილულიყო პუტინისა და ასადის შეხვედრაზე. ექსპერტმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ორი ქვეყნის ლიდერი ირანთან თანამშრომლობის თემასაც შეეხო. 

 


ყველა ახალი ამბავი
0