სირიაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მხარდაჭერა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ომის მსვლელობაზე

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშივითარება სირიაში
ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც შეიძლება მოხდეს, დაკავშირებული იქნება რუსი სამხედროების მიერ ტერორისტული ჯგუფების კოორდინატების დადგენასთან, განაცხადა სირიის სამხედრო ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას სირიაში სამხედრო კონფლიქტზე „მნიშვნელოვანი გავლენის“ მოხდენა  შეუძლია, იუწყება სააგენტო როიტერი სირიის სამხედრო ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშები მას შემდეგ მიიტანა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მას ასეთი თხოვნით მიმართა.  ამასთან, კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, 2014 წლის სექტემბრიდან უტევს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით და ასევე არ ათანხმებს საკუთარ ნაბიჯებს სირიის ხელისუფლებასთან. 

„რუსეთის არმიის მოწინავე ტექნოლოგიებისა და იარაღის გამოყენების გათვალისწინებით, საველე მოქმედებებში აუცილებლად მოხდება ცვლილებები… განსაკუთრებით დაზვერვისა და სამიზნის განსაზღვრის კუთხით“, — განაცხადა წყარომ. 

„შესაძლოა ყველაზე დიდი ცვლილება დაკავშირებული იყოს რუსი სამხედროების მიერ ტერორისტული ჯგუფების კოორდინატების, კერძოდ კი მათი ლიდერების შტაბბინებისა და გადაადგილების დადგენასთან“, —  დაამატა მან. 

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტს 220 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. სამთავრობო ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკთა რაზმები. ყველაზე მეტად აქტიურობენ „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰატ ან–ნუსრა“. 


ყველა ახალი ამბავი
0