თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამშაბათს მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. მან ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მიერ შეტანილი წვლილი დადებითად შეაფასა.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებების გარეშე ქვეყანაში ტერორიზმი, რომელიც რეგიონში გავრცელდა, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. ამის შესახებ მან რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება კრემლის ვებგვერდი.
„ტერორიზმი, რომელიც რეგიონში ვრცელდება, რომ არა თქვენი (რუსული მხარის) ქმედებები და თქვენი გადაწყვეტილებები, უფრო დიდ ფართობს დაიკავებდა და კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე გავრცელდებოდა. ეს ნაბიჯები დადასტურდა იმით, რომ თქვენ ტერორიზმთან ბრძოლის ერთიანი ფრონტის საომარ მოქმედებებში მიიღეთ მონაწილეობა“, – აღნიშნა ასადმა.