ნიკა გვარამიას შანტაჟის ფაქტის გამოძიება ხელისუფლების ინტერესშია

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლებას რუსთავი 2–ის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის ავტორის იმიჯი რომ ჩამოერეცხოს, პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს, ვინ აშანტაჟებდა კომპანიის გენერალურ დირექტორს, — განაცხადა პოლიტოლოგმა ხატუნა ლაზაგიძემ.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი მოსახლეობას ტელეარხის დაცვისაკენ მოუწოდებს

 „ადამიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლებიდან დაუკავშირდნენ და, ფაქტობრივად, მუქარას და შანტაჟს ჰქონდა ადგილი. პროკურატურის პირდაპირი მოვალეობაა, დაიწყოს გამოძიება ამასთან დაკავშირებით, რათა ხელისუფლებას ჩამოერეცხოს „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის ავტორის იმიჯი.აუციელებელია, რომ გვარამიას ამ განცხადებაზე პროკურატურამ სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება“,–აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი სასამართლოს „რუსთავი 2“–ის საქმის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

 „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იგი შეხვდა ადამიანს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა. "მითხრეს შემდეგი — არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებული ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში", — განაცხადა გვარამიამ. 

 ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0