წულუკიანი სასამართლოს „რუსთავი 2“–ის საქმის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის , ხოლო მოქმედმა პრემიერმა არხი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოს მოუწოდებს, პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს. 

თბილისი, თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ სიტყვის თავისუფლებას კონცერტს მიუძღვნის

 „საქართველოში მთავრობა მართლმსაჯულებას არ აკონტროლებს, ამიტომ, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, მინდა მოვუწოდო მართლმსაჯულებას, უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა, საიმედოობა და რაც ყველაზე მთავარია, თუ შესაძლებელია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საქმე“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ტელეკომპანია ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მოქმედმა პრემიერმა არხი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.


ყველა ახალი ამბავი
0