თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კონცერტს 23 ოქტომბერს გამართავს თავისუფლების მოედანზე. დასაწყისი 19:00 საათზე.
კონცერტი სიტყვის თავისუფლებას ეძღვნება. ტელეკომპანია ყველას, ვინც გულგრილი არ არის „რუსთავი 2–ის“ სასამართლო პროცესისადმი,
კონცერტზე მისვლისკენ მოუწოდებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „კახაბერი და ხანუმები“, მაია დარსმელიძე, გიორგი უშიკიშვილი და „რუსთავი 2–ის“ გასართობი პროექტების ვარსკვლავები.