მარგველაშვილი: საქართველოში გარანტირებული უნდა იყოს მედიის მრავალფეროვნება

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, მედიის მრავალფეროვნება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელი იწყება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მედიის მრავალფეროვნება დაეხმარება საქართველოს, გახდეს უფრო დემოკრატიული ქვეყანა, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. 

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად იმ ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული. იქნება ეს „რუსთავი 2“ თუ სხვა მედიასაშუალებები“, —  განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს. 

პრეზიდენტის თქმით, მედიის მრავალფეროვნება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელი იწყება. 

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში“, — ასე გამოეხმაურა ისარაელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს.


ყველა ახალი ამბავი
0