მარკედონოვი: კავკასიის პრობლემები არასტანდარტულად გადაჭრას მოითხოვს

© photo: Sputnikსერგეი მარკედონოვი
სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეგრეთ წოდებული, ფონური ფაქტორების როლი, რაც საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს კავკასიის რეგიონზე და აღრმავებს არსებულ პრობლემებს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კავკასიის რეგიონის პრობლემები, რომლებიც ფონური ფაქტორების გამო გაღრმავდა, არასტანდარტულად გადაჭრას მოითხოვს, — განაცხადა წამყვანმა რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 20 ოქტომბერს. 

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის  საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი სერგეი მარკედონოვი თბილისში წაიკითხავს ლექციებს თემაზე „რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში: ისტორიული განზომილება და აქტუალური ვითარების ანალიზი, განვითარების სავარაუდო სცენარები“. 

მარკედონოვის გამოსვლები დაგეგმილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში. ორგანიზატორი გახლავთ საქართველო–რუსეთის საზოგადოებრივი ცენტრი. 

სირია - Sputnik საქართველო
რუსეთი და სირია: კავკასიის ფაქტორი

„თუ საუბარი შეეხება რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკასა და კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რაღა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა კვლავაც რჩება. ასეთია საქართველო–რუსეთის ურთიერთობები, ასეთია მთიანი ყარაბაღის დაურეგულირებელი კონფლიქტი, ასეთია დე–ფაქტო წარმონაქმების სტატუსებისა და სადავო ტერიტორიების მიმართ სხვადასხვაგვარი მიდგომა. ეს ის კონფლიქტებია, რომლებიც სხვადასხვაგვარად მიიჩნევა: ან დარეგულირებულად, ან პირიქით, დაურეგულირებლად“, — განაცხადა მარკედონოვმა პრესკონფერენციაზე. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეგრეთ წოდებული, ფონური ფაქტორების როლი, რაც საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს კავკასიის რეგიონზე და აღრმავებს არსებულ პრობლემებს, — მიაჩნია ექსპერტს. 

„ორი ფაქტორი მკვეთრად გაიზარდა.ერთი, ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული სიუჟეტი — ევროპაში ყველაზე მსხვილი შეიარაღებული კონფლიქტი ბალკანური ომების შემდეგ. აშკარაა, რომ ეს ყველაზე დიდი კონფრონტაციაა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც ევროპაში არსებულ ვითარებაზეც ახდენს გავლენას და პოსტსაბჭოთა სივრცეზეც. მეორე, რა თქმა უნდა, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციაა, რადგანაც ამ პრობლემას პოსტსაბჭოთა სივრცესთან ძალიან ბევრი ბმულები აქვს“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ აჩრდილი კავკასიის თავზე

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველა ეს ცვლილება რაღაც ახლებურ, არასტანდარტულ მიდგომებსა და გადაჭრებს მოითხოვს. 

„მიმაჩნია, რომ ხარისხიანი საექსპერტო ურთიერთობის შედეგად ჩვენ შევძლებთ როგორც ახალი გამოწვევების გადაჭრის გზების მონახვას, ისე ძველისაც, რომლებიც არსად გამქრალა", – დაასკვნა მარკედონოვმა. 

რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ რუსეცკიმ ასევე ისაუბრა „ქართულ–რუსული ურთიერთობების რეანიმაციის“ პროცესში ინტენსიური საექსპერტო და უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

„ახლა ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა ბევრი კონტაქტი და კავშირი დარღვეულია და ეს დარღვეული კავშირები ახლა აღდგენის პროცესშია, ასევე მყარდება ახლებიც… ჩვენ შვქმნით პირობებს, რათა ექსპერტთა შორის თანამშრომლობ მიმართული იყოს სწორედაც რომ პრობლემების დარეგულირებისა და ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების  მიღებისკენ“, — განაცხადა რუსეცკიმ პრესკონფერენციაზე. 

 


ყველა ახალი ამბავი
0