გია ვოლსკი: არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თამაზ ურთმელიძის თვითაცილება მოითხოვეს, მისი არაობიექტურობის მიზეზით. ურთმელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა შესაბამისი მტკიცებების არქონის მოტივით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. არავინ არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას მოსამართლეზე, განაცხადა მმართველი ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის კომენტირებისას. 

 ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა, „რუსთავი 2“-ის  საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თამაზ ურთმელიძის თვითაცილება მოითხოვეს, მისი არაობიექტურობის მიზეზით. ურთმელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა შესაბამისი მტკიცებების არქონის მოტივით. 

 „ძალიან ცუდია, რომ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, პირდაპირ ვთქვათ, ზეგავლენას ახდენენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, თავი უნდა შეიკავონ მოსამართლისათვის გარკვეული მიმართულების მიცემაზე“, — განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს. 

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 19 ოქტომბერს დანიშნული მორიგი სასამართლო განხილვა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,  „თავისუფალი დემოკრატების“  და სხვა არასაპარლამენტო პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს

 საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

 „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საქმე სასამართლო კომისიამ უნდა განიხილოს და არა მხოლოდ თამაზ ურთმელიძემ, მისი მიკერძოებული დამოკიდებულების გამო. 

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიდან ჩამოშორების ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლის მეუღლის მირანდა გურგენიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ასახელებენ, სადაც ის, როგორც ამას ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, „რუსთავი 2“-ს შეურაცხყოფას აყენებს და ამით მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთელიძემ განაცხადა, რომ შუამდგომლობა მტკიცებულებების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის თქმით, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა მხოლოდ მირანდა გურგენიძის კომენტარები წარმოადგინეს, ხოლო რასთან დაკავშირებით იქნა ეს კომენტარები გაკეთებული, ნაჩვენები არ არის.

თამაზ ურთმელიძე - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმეს კვლავ მოსამართლე ურთმელიძე წარუძღვება

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით,თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია არხის ქონება და მფლობელების წილები, ნაწილობრივ შეიზღუდა ტელეომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეარხის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და თავისუფალი სიტყვის დარღვევად მიიჩნევს.  


ყველა ახალი ამბავი
0