„რუსთავი 2“-ის საქმეს კვლავ მოსამართლე ურთმელიძე წარუძღვება

© tcc.gov.geთამაზ ურთმელიძე
თამაზ ურთმელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიდან ჩამოშორების ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლის მეუღლის მირანდა გურგენიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ასახელებენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს წარმართავს, ორშაბათს, 19 ოქტომბერს ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატების შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ არ დააკმაყოფილა და ის ამ სარჩელის განხილვას განაგრძობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიდან ჩამოშორების ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლის მეუღლის მირანდა გურგენიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ასახელებენ, სადაც ის, როგორც ამას ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, „რუსთავი 2“-ს შეურაცხყოფას აყენებს და ამით მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს.

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთელიძემ განაცხადა, რომ შუამდგომლობა მტკიცებულებების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის თქმით, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა მხოლოდ მირანდა გურგენიძის კომენტარები წარმოადგინეს, ხოლო რასთან დაკავშირებით იქნა ეს კომენტარები გაკეთებული, ნაჩვენები არ არის.

„ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად იყო მიკერძოებული და რა რეაქცია ჰქონდა ჩემს მეუღლეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას… ბატონმა ნიკა გვარამიამ თავის საჯარო გამოსვლაში მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული მოსამართლე, რომელმაც თვითმკვლელობას მოაწერა ხელი… სავარაუდოდ, ამ საკითხზე იყო ჩემი მეუღლის რეაქცია“, — განაცხადა ურთმელიძემ. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით,თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია არხის ქონება და მფლობელების წილები, ნაწილობრივ შეიზღუდა ტელეომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეარხის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და თავისუფალი სიტყვის დარღვევად მიიჩნევს.  


ყველა ახალი ამბავი
0