სოსო სიმონიშვილი ენერგეტიკის მომავალს მზის ენერგიაში ხედავს

© http://solarps.ru/index/primenenie_solnechnykh_panelej_na_dache_kryshe_balkone_vo_dvorakh_moskvy/0-79მზის პანელები კორპუსებზე
მზის პანელები კორპუსებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის აზრით, სახლებზე მზის პანელების დამონტაჟება მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელსაყრელი უნდა იყოს.

 „ევროპის ქვეყნებში არის ასეთი კანონი — შენ თუ შენს სახლზე დაამონტაჟებ მცირე სიმძლავრის ელექტროგენერაციის სადგურს,  მაგალითად, მზის პანელს ან პატარა ქარის ელექტროსადგურს და გექნება უფრო მეტი ენერგია, ვიდრე გჭირდება, მრიცხველი ტრიალებს უკუღმა. ანუ ჭარბ ენერგიას იმავე ფასად მიჰყიდი შენს ენერგოკომპანიას,  რა ფასადაც მისგან ყიდულობ. მაგალითად, „თელასს“ რომ მიჰყიდო ის ენერგია, რასაც  შენ ვერ მოიხმარ. ეს კანონი მილიონობით ადამიანს აძლევს სტიმულს, რომ დააფინანსოს ელექტროგენერაცია“, –განაცხადა სიმონიშვილმა.

 მისივე თქმით, ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში გერმანია ლიდერობს. ის ნელ–ნელა გადადის სუფთა ენერგიის წყაროებზე, როგორიც არის მზე, ქარი და სხვა. ეს არის მომავალი ენერგეტიკა.

 „ძალიან კარგია, როდესაც სახელმწიფო ახერხებს, რომ ენერგეტიკაში და საერთოდ, ნებისმიერ საქმეში მაქსიმალურად გააქტიუროს თავისივე  მოსახლეობა“, –აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა. 

 ეკონომისტის თქმით, საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ არაფერი ხდება, უბრალოდ,  პილოტური პროექტებია.

გლდანი - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დააყენებენ

 „თბილისში იყო საუბარი იმაზე, რომ სახლის სახურავებზე პანელები უნდა დამონტაჟდეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ამაში ჩართული. არ შეიძლება, ყველა ბიზნესს მთვარობა აკეთებდეს და ყოველთვის მთავრობა იყოს ინოვატორი. ეს მთავრობის საქმე არ არის, ამას საზოგადოებამ უნდა მიხედოს. უბრალოდ, მთავრობამ  მოქმედების არეალი უნდა გაუხსნას ხალხს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემოღებით“, —  განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.  

 არსებობს ორი ტიპის მზის ენერგოდანადგარები: არის კოლექტორები, რომელთა მეშვეობითაც მიიღება ცხელი წყალი, და მზის პანელები, რომელებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. რაც შეეხება მზის პანელების ფასებს, 1 კილოვატი სიმძლავრის სადგურის დამონტაჟება 2 000 დან 3 000 დოლარამდე ჯდება. 

თბილისი, გლდანის რაიონი - Sputnik საქართველო
მზის პანელი ქალაქებში ელექრტოენერგიას კონკურენციას ვერ უწევს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ამის თაობაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის პანელების დამონტაჟება ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას "მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე, რუსუდან სიდამონიძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ამ მხრივ დიდი რესურსი გააჩნია.

 „საქართველოში, დაახლოებით, 300 დღე მზიანია.თბილისშიც მსგავსი პროექტის განხორციელება — ძალიან კარგი იდეაა და ეს „მწვანეების“ მრავალწლიანი მოთხოვნა იყო“,– აღნიშნავს რუსუდან სიდამონიძე.


ყველა ახალი ამბავი
0