თბილისში ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების კონფერენცია შედგა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის ორგანიზატორები არიან შეანსის პროვინციის სახალხო მთავრობა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მრჩეველის აპარატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვა უწყებები.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის  ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იტყობინება საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა. 

 დოკუმენტს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენციიის ფარგლებში მოეწერა ხელი. 

 კონფერენციის ორგანიზატორები არიან შეანსის პროვინციის სახალხო მთავრობა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მრჩეველის აპარატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინიტრო, შანხაის პროვინციის მსხვილი ათი ბიზნეს კომპანია და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ წარმოდგენილი 40 მსხვილი კომპანია. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრნენ. 

ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმიდან“ ახალ ინვესტიციებს ელოდება

 კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. ღონისძიება "აბრეშუმის გზის" ფარგლებში გაიმართა.

 ფორუმი აბრეშუმის გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გახსნა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“. 

აბრეშუმის გზის ფორუმი - Sputnik საქართველო
შოხრატ ზაქირი: აბრეშუმის გზის განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია

  ფორუმი 16 ოქტომბერს დასრულდება. მასში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.

  ღონისძიება წელს პირველად ტარდება. იგეგმება მისი ყოველწლიური გამართვა. 

 „აბრეშუმის გზა“, რომელიც უძველესი სავაჭრო გზაა, საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით. ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი აბრეშუმის გზის შექმნის იდეა, 2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა წამოაყენა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0