საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმიდან“ ახალ ინვესტიციებს ელოდება

გამოწერა
ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. ფორუმს 30–ზე მეტი ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა „აბრეშუმის გზის“ ფორუმისგან, რომელიც თბილისში 15–16 ოქტომბერს იმართება, ახალ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებსა და საქონელბრუნვის ზრდას ელოდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 15 ოქტომბერს, დილით, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. ფორუმს 30–ზე მეტი ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

საქართველო–ჩინეთისპროდუქციის გამოფენა - Sputnik საქართველო
ჩინეთში 3 მლნ ბოთლი მინერალური წყალი იქნება ექსპორტირებული

„ფორუმის შედეგად უნდა მივიღოთ დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლებიც საქართველოში შეიქმნება, უნდა გაიზარდოს საქონელბრუნვა და უნდა გაჩნდეს ახალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველაზე მეტი სტუმარი ფორუმს თანაორგანიზატორი ქვეყნიდან – ჩინეთიდან ჰყავს. კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის მთავრობისა და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები.

„გვწამს, რომ ეს ფორუმი ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას უზრუნველყოფს. ჩინეთი საქართველოს საიმედო პარტნიორად განიხილავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სინცზიან–უიგურის ავტონომიური რაიონის მთავრობის ხელმძღვანელმა შოხრატ ზაკირმა.


ყველა ახალი ამბავი
0