შოხრატ ზაქირი: აბრეშუმის გზის განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია

© facebook.com/GaribashviliOfficialაბრეშუმის გზის ფორუმი
აბრეშუმის გზის ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან უფრო გააქტიურდა. განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონის მთავრობის თავმჯდომარემ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. აბრეშუმის გზის განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ინიციატივა, რომელიც ეხმარება ამ გზის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონის მთავრობის თავმჯდომარემ შოხრატ ზაქირმა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას. 

 ფორუმი აბრეშუმის გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გახსნა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“. 

 "ჩინეთში ჩვენი პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე დიდია და რამდენიმე სახელმწიფოს ესაზღვრება. გეოგრაფიულად იგი ყველაზე ახლოსაა საქართველოსთან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან უფრო გააქტიურდა. განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი. თბილისის ფორუმი კარგ საშუალებას იძლევა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურებისაკენ. ჩინეთი მზადაა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები რესურსების განაწილებისა და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.  მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფორუმს და საქართველოს მთავრობას“, — განაცხადა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა. 

 ფორუმი 16 ოქტომბერს დასრულდება. მასში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.

 ღონისძიება წელს პირველად ტარდება. იგეგმება მისი ყოველწლიური გამართვა. 

 „აბრეშუმის გზა“, რომელიც უძველესი სავაჭრო გზაა, საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით. ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი აბრეშუმის გზის შექმნის იდეა, 2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა წამოაყენა. 


ყველა ახალი ამბავი
0