პროკურატურა: რუსთავი 2 დეზინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობა
ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ მდინარა გიორგობიანმა სიძეს - ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა.ვინაიდან ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, ასევე ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, გამოძიებამ მხარეებს დრო მისცა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაში დასდო ბრალი, შესაბამის განცხადებას პროკურატურა სამშაბათს, 13 ოქტომბერს აქვეყნებს. 

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი მფლობელების დავის განმხილველი მოსამართლის,  თამაზ ურთმელიძის დედა, ეჭვმიტანილია მისი სიძის მკვლელობის მცდელობაში და პროკურატურა მანიპულირებს ამ ფაქტით. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო: „რუსთავი 2“ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს

 „ტელეეთერით გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, რომლის გავრცელებითაც ინიციატორი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იხილავს სამოქალაქო სამართლებრივ დავას ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს შორის, რომელთანაც პროკურატურას არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს, აღნიშნულია განცხადებაში. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: „რუსთავი 2" საქართველოში დემოკრატიას ავითარებს

 პროკურატურამ ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის დედასთან — მდინარა გიორგობიანთან დაკავშირებით, ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. 

 „ტელეკომპანიას არც კი უკითხავს საქართველოს პროკურატურისთვის ან გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის ინფორმაცია მოსამართლის დედის მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და არ დაინტერესებულა საქმეში არსებული გარემოებებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

 პროკურატურა აღნიშნავს, რომ ურთმელიძის დედის მიმართ ნამდვილად იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არა მკვლელობის მცდელობისათვის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, მისი სიძის ვალერიან სილაქაძის მიმართ. 

 გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს, ქ. თბილისში, თემქის 3 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი 26, ბინა 27-ში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს — ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ვინაიდან ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, ასევე ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით — მდინარა გიორგობიანი 75 წლისაა,  გამოძიებამ მხარეებს დრო მისცა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. 

 „მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირსპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ,  2015 წლის 24 სექტემბერს, ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში კიდევ  ერთხელ ადასტურებს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას“, — აღნიშნულია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0