თბილისის საქალაქო სასამართლო: „რუსთავი 2“ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პირდაპირ ეთერში თამაზ ურთმელიძეს დაქირავებული მოსამართლე უწოდა და განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ მედიას ებრძვის.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება დაგმო, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ნიშნებს შეიცავდა.

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პირდაპირ ეთერში თამაზ ურთმელიძეს დაქირავებული მოსამართლე უწოდა და განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ მედიას ებრძვის.

„მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ფეხქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება, ის ამ ქვეყანაში ვერასდროს იპოვის თავშესაფარს“, – განაცხადა გვარამიამ ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს ბრიფინგზე.

გვარამიას განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლეზე ზეწოლად ჩათვალა. 

რუსთავი 2–ის შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ მედიას ატერორებს

„თბილისის საქალაქო სასამართლო  გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ   გაჟღერებულ  მუქარისა და ზეწოლის  შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის  განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ  ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას.  სასამართლოში საქმისწარმოება  შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება დააყადაღა, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ 51%–იან წილს ფლობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება „რუსთავი 2–ის“ ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ მიიღო, რომელიც საჯარო რეესტრიდან მიღებულ დოკუმენტს ეყრდნობა. დოკუმენტი ადასტურებს, რომ 29 სექტემბერს „რუსთავი 2“–ის 22%–იანი წილის მფლობელმა ლევან ყარამანაშვილმა კომპანია „საქართველოს“ მფლობელ დიმიტრი ჩიქოვანთან 100%–იანი წილის 400 ათას აშშ დოლარად გაყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.  

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0