პრეზიდენტი: „რუსთავი 2" საქართველოში დემოკრატიას ავითარებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ტელეკომპანიის მფლობელთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებში არ ჩაერიონ, თუმცა, ამავდროულად განაცხადა, რომ აუცილებელია თავისუფალი მედიის დაცვა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ისევე როგორც მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომნპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის საქმეს განიხილავს, რომელიც ტელეკომპანიის დაბრუნებასა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია „რუსთავი 2“–ისა და მფლობელების წილები, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ყადაღა აქვს დადებული აგრეთვე შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონებას, რომელიც „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელია.

„რუსთავი 2"  ქართული საზოგადოების მონაპოვარია, რომელიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დაგვიცავს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში იყოს, განვითარდეს და გაღრმავდეს დემოკრატია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: „რუსთავი 2-ის“ საქმე არ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ტელეკომპანიის მფლობელთან დაკავშირებით სასამართლოს საქმიანობაში არ ჩაერიონ, თუმცა, ამავდროულად განაცხადა, რომ აუცილებელია თავისუფალი მედიის დაცვა. 

„დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბანაკს მიეკუთვნება იგი და როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ ტელევიზიისადმი, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას ველოდები. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს სასამართლო პროცესში ჩარევა, მაგრამ ეს ფასეულობა უნდა აღინიშნოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

„მე, ბუნებრივია, თქვენ გამიგებთ, რომ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირველ რიგში იმიტომ, რომ დავა ეხება კომპანიის მეწილეებს. ეს დავა არის სასამართლოში, ამ დავას აქვს თავისი ლოგიკა, მაგრამ მოდით განვასხვავოთ, ერთი არის საკუთრების საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც არ ვაკეთებ კომენტარს, რადგან მიმაჩნია, რომ სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკოსი არ უნდა ჩაერიოს. მაგრამ მეორე საკითხია თვითონ "რუსთავი 2“-ის ფუნქციონირება, "რუსთავი 2" ამ თვალსაზრისით, ისევე როგორც ნებისმიერი მედია, არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია. „რუსთავი 2“– ის საქმიანობის მომხმარებელი არის ქართული საზოგადოება. შესაბამისად, მაღალი ინტერესი, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, შენარჩუნებულია", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0