თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სასამრთლო დავა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარეობს და არ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარასკევს, 2 ოქტომბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს „რუსთავი 2“-ის ყოფლილ მფლობელის ქიბარ ხალვაშის საჩივარს, რომელიც ითხოვს მისთვის ტელეკომპანიის დაბრუნებას და კომპენსაციას საავტორო უფლებების დარღვევისათვის.
„რუსთავი2“-თან დაკავშირებით სასამართლო დავა მხარეებს შორის მიმდინარეობს. ამ დავის განხილვა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე არ არის… ერთადერთი რასაც ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა დაასრულონ საქმის განხილვა მშვიდ გარემოში და ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება“, — აღნიშნა წულუკიანმა.
ყველას, მათ შორის მედიას აქვს თავისუფალი გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების უფლება და ჩვენი მიზანია, რომ ეს უფლება დაცული იქნას, აღნიშნა მან.
„მთავარია, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება“, —თქვა წულუკიანმა.