თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებასა და სხდომის გადატანის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელს იხილავს, რომელიც ტელეკომპანიის დაბრუნებასა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლის აცილებისა და სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა, რადგანაც მნიშვნელობა არ აქვს ნიკა გვარამია შვებულებაში იმყოფება თუ არა, რადგანაც ეს სასამართლო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს და ამტკიცებს, რომ ამ შუამდგომლობის საფუძვლად „რუსთავი 2-ის" სურვილი გახდა“, — განაცხადა ურთმელიძემ.
„რუსთავი 2-ის" ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იურისტის თამთა მურადაშვილის შვებულებაში ყოფნის საფუძველზე ითხოვდნენ.
აგვისტოში ტელეკომპანიის იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის „რუსთავი 2-ის" საქმეზე აცილების თხოვნით მიმართეს.
ამ ეტაპზე „რუსთავი 2-ის" ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, კომპანიის ფინანსური საქმიანობა, ძირითადად, შეზღუდულია. ასევე დაყადაღებულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება, რომელიც „რუსთავი 2–ის" 51%–იანი წილის მფლობელია.