საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დაკავდება კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიცენზირების, შემოწმების, რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის დაწყება არ შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, იტყობინება ქართული მედია ორშაბათს, 12 ოქტომბერს. 

 პარლამენტის ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა, „ენმ“-დან და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელმაც შესწორებები მიიღო ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყვანის შესახებ. 

Тбилиси - Sputnik საქართველო
სარჩელი აერთიანებს: ოპოზიცია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დადგა

 საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ოპოზიციურ პარტიათა სარჩელი, ამასთან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა იმ  საკანონმდებლო ნორმების მოქმედება რომლებზე დაყრდნობითაც უნდა დაეწყო ფუნქციონირება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს. 

 ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დაკავდება კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის  ლიცენზირების, შემოწმების, რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

 ოპოზიცია ამტკიცებს, რომ  ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყვანის ინიციატივა უფრო პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით. 


ყველა ახალი ამბავი
0