ევრო 2016-ის საქართველო-გერმანიის შესარჩევი მატჩი. ანონსი.

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialსაქართველო-პოლონეთის ნაკრები
საქართველო-პოლონეთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან, და ამ ხნის მანძილზე ქართველებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს გერმანელთა კარში.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ევროპაში ევრო 2016-ის დასკვნითი შესარჩევი მატჩები ჩატარდება. მათი შედეგით შეირჩევა ის 8 გუნდი, რომლებიც ავტომატურად მიიღებენ საგზურს ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში. ასევე ცნობილი გახდებიან მესამე ადგილების მფლობელები, რომლებიც დარჩენილი ოთხი საგზურისათვის იბრძოლებენ. შესარჩევი "D"ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ერთადერთია, რომელშიც არც ერთ გუნდს არ აქვს გარანტირებული ევროპის პირველობაზე მოხვედრა. 

 ამ დროისათვის ჯგუფის ლიდერი გერმანიის ნაკრებია, რომლის აქტივში 19 ქულაა. მეორე ადგილზე პოლონელები არიან, ხოლო მესამეზე ირლანდიელები. ორივე გუნდს 18-18 ქულა აქვს. ძალთა საბოლოო გადანაწილება დღევანდელ ორთაბრძოლებზეა დამოკიდებული. 

 თუკი გერმანიის ნაკრები არ წააგებს თამაშს საქართველოს წინააღმდეგ, იგი გარანტირებულად მოხვდება ევრო 2016-ზე. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი რომელი ადგილიდან. არის კიდევ მესამე ვარიანტი, რომლის დროსაც გერმანია შესაძლოა მესამე ხაზზე გადავიდეს. ამისთვის იოახიმ ლევის გუნდმა უნდა წააგოს, ხოლო პოლონელთა და ირლანდიელთა თამაში ფრედ უნდა დასრულდეს. მაშინ სწორედ ეს ორი ნაკრები დაიკავებს პირველ ორ ადგილს ჯგუფში. 

კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტართან ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო

 იმისთვის, რომ გერმანელებს უსიამოვნებები მოუტანოს, საქართველოს ნაკრებს დიდი ძალისხმევა მოუწევს. გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან, და ამ ხნის მანძილზე ქართველებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს გერმანელთა კარში. ეს ევრო 1996-ის შესარჩევ ტურში მოხდა. მატჩში, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, თემურ ქეცბაიამ გახსნა ანგარიში. მაგრამ მაშინ საქართველოს ნაკრებმა მაინც წააგო 1:4. 

 ამ გუნდების კიდევ სამი შეხვედრა ერთნაირად 2:0 გერმანიის სასარგებლოდ დასრულდა. 

 „ტურნირში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ წააგეს, დღეს ჩვენთვის ძალიან რთული დღე იქნება“, — ასე დაახასიათა მომავალი შეჯიბრი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ. 

 ამასთან ცხადაძემ ხაზი გაუსვა, რომ ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრები უფრო თავისუფალი იქნება. 

Игрок сборной Германии Марио Гетце - Sputnik საქართველო
მარიო გეტცე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

 „ჩვენი მთავარი ამოცანაა ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა შევადაროთ მარტის მდგომარეობას, როცა გერმანიის ნაკრებთან თბილისში 0:2 წავაგეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, აქვს თუ არა გუნდს დადებითი ტენდენცია ზრდისკენ ამ დონის მოწინააღმდეგეებთან მატჩებში“, — თქვა ცხადაძემ. 

 მოსალოდნელია, რომ გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩთან შედარებით, ცხადაძე ძირითად შემადგენლობაში სამ ცვლილებას განახორციელებს. გრიგოლავას, კიკაბიძისა და კობახიძის ნაცვლად, მოედანზე სავარაუდოდ  გამოჩნდებიან კვირკველია, ლობჟანიძე და ნავალოვსკი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში არ ითამაშებს მარიო გიოცე, რომელმაც ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში ტრამვა მიიღო.  

 საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის თამაში ლაიპციგში, „რედ ბულ არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პარალელურ რეჟიმში შედგება პოლონეთისა და ირლანდიის, ასევე ჰიბრალტარისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0