მარიო გეტცე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიИгрок сборной Германии Марио Гетце
Игрок сборной Германии Марио Гетце - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეტცემ დაზიანება მიიღო ირლანდიელებთან მატჩში დუბლინში (0:1) და 35 -ე წუთზე შეცვალეს. მედიის მონაცემებით, მას ბარძაყის კუნთის ტრამვა აქვს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი მარიო გეცე არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, განაცხადა გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლევმა. 

 გეტცემ დაზიანება მიიღო ირლანდიელებთან მატჩში დუბლინში (0:1) და 35 —ე წუთზე შეცვალეს. მედიის მონაცემებით, მას ბარძაყის კუნთის ტრამვა აქვს. 

 გერმანიის ნაკრების  ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი არ მონაწილეობდა თამაშში. 

 „მარიო ნამდვილად ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრებთან. რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ჩვენ აქ სიტუაციის განვითარებას დავაკვირდებით. სამედიცინო შტაბმა თქვა, რომ მას 2-3 დღიანი დასვენება სჭირდება, თქვა ლევმა, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ციტირებს. 

გერმანიის ნაკრების აქტივში 19 ქულაა. მატჩი გერმანია-საქართველო ლეიპციგში, 11 ოქტომბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0