თბილისური უქმები: 9-11 ოქტომბრის აფიშა

თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მომავალი შაბათ-კვირა სწორედ ის დროა, რომ გააკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია დრო არ გყოფნით…

პარასკევი

 სასიცოცხლო ძალების აღდგენასა და სულიერი ჰარმონიის მიღწევაში თანამედროვეობის ცნობილი გურუ სვამიჯი დაგეხმარებათ „იოგის გამოქვაბულში“. ბევრი ამტკიცებს, რომ სახელოვან იოგასთან შეხვედრის შემდეგ, მათი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. თბილისის სტუმრებსა და ადგილობრივებს შანსი ეძლევათ ეწვიონ გურუს და გაიგონ მეტი სვამიჯის უნიკალურ სწავლებაზე „იოგა ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

 საბალეტო სეზონის გახსნა თბილისში! თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჯორჯ ბალანჩინის „სიმფონია დო მაჟორი“ და „სერენადა“ გელოდებათ. სოლო პარტიას შეუდარებელი  ნინო ანანიაშვილი ასრულებს. 

 ორიგინალურ გამოფენა-გაყიდვაზე „სკანდინავიის ქვეყნების მოდა“ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გეპატიჟებათ. აქ თავმოყრილია ჩრდილოეთ ევროპის თანამედროვე მხატვართა ყველაზე საინტერესო გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები — ქალური სილუეტები, მოდური ხაზები და ფანტასტიკური სურათები…

სპორტი: ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიო თასის ტურნირი გაიმართება ხმლით მოფარიკავეთა შორის. 

ყველის ფესტივალი საქართველოში - Sputnik საქართველო
კავკასიური ყველის ფესტივალი თბილისში

შაბათი

 ბოლო დროს თბილისში ფესტივალები მოხშირდა — ღვინის ფესტივალიო, მერე ჩაის და ყავისო, ამჯერად ყველის ფესტივალს მასპინძლობს დედაქალაქი. პირველი საერთაშორისო ფესტივალი „კავკასიური ყველი 2015“ საუკეთესო ყველის სახეობებს შეკრიბავს რიყის პარკში არა მარტო საქართველოს ყველა კუთხიდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან. 

 თბილისელ თეატრის მოყვარულებს ალ. გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი „ქორწინება“ ელოდებათ. ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ გოგოლის უკვდავ კომედიაში მთავარ როლებს ქართული თეატრის ამომავალი ვარსკვლავები — აპოლონ კუბლაშვილი და მარიამ კიტია ასრულებენ

Tbilisi Fashion Week - Sputnik საქართველო
თბილისში მოდის კვირეული იწყება

კვირა

 დავეხმაროთ სხვებს: ყაზბეგის გამზირზე მდებარე „წითელ ბაღში“ ამ კვირა დღეს საქველმოქმედო ბაზრობა „ვარდისფერი ყულაბა“ გაიმართება. სოციალური პროექტი სხვადასხვა დაავადებებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლადაა გამიზნული და თავადაც შეგიძლიათ მასში მონაწილეობის მიღება, თუ ბაზრობაზე სხვადასხვა ნივთებს მიიტანთ — წიგნებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს, ტკბილეულს. 

 მეორე პარკში — დედა ენის ბაღში, მშრალ ხიდთან, ჩინეთის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიების მონაწილეებს ელოდებათ ჩინელი აკრობატებისა და მოცეკვავეთა გამოსვლა, ჩინეთის სამზარეულოს დეგუსტაცია, ჩაის ცერემონია და სხვა საინტერესო გამოფენები. 

 არ გამოგრჩეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა — თბილისის მოდის კვირეული. დედაქალაქის Fashion Week-ზე ნაჩვენები იქნება 2016 წლის გაზაფხულ-შემოდგომის მოდელები მარიამ გვასალიასგან, ალექსანდრე ახალკაციშვილისგან, ლაკო ბუკიასაგან, ასევე ბრენდ Atelier 27-ისა და რუსული მოდის სახლის Narny-ს მოდელები. 

SPUTNIK დაუვიწყარ დასვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0